„პრემიერი დაგვპირდა, რომ 520-ე დადგენილების ხარვეზებს გამოასწორებდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა“ - ჰოსპიტალური სექტორი კრიზისშია

„პრემიერი დაგვპირდა, რომ 520-ე დადგენილების ხარვეზებს გამოასწორებდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა“ - ჰოსპიტალური სექტორი კრიზისშია

access_time2020-09-09 10:00:14

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დაინტერსდა 10 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი შემცირებული სამედიცინო პერსონალის,  შემცირებული ხელფასის და პაციენტის გაზარდილი თანაგადახდის ხარჯზე არსებობას განაგრძობს, თუმცა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კლინიკებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება, შედეგად კი ბევრი მათგანი დაიხურება. არსებული ვითარება ექიმის განმარტებით გამოიწვია იმან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არარეალური ფასები დაადგინა. გრიგოლიას განცხადებით ოპერაციის გაკეთება კლინიკისთვის აბსოლუტურად წამგებიანი გახდა,  მისივე განმარტებით, როცა საქმიანობა წამგებიანი ან უნდა დახურო და ან ხარჯების შესამცირებელი გზები ეძებო.

 

„ჯანდაცვის  სამინისტროსაც და  პრემიერ- მინისტრსაც ვაფრთხილებდით, რომ 520 დადგენილება ძალიან ცუდ  შედეგებს მოიტანდა, შედეგებს რომელსაც ახლა ვიმკით. კარდიოქირურგიის განვითარება შეჩერდა, ვერ ვაკეთებთ ოპერაციებს იმ რაოდენობით რაც ბრძანების ამოქმედებამდე კეთდებოდა. თუკი რამეს ვაკეთებთ, პაციენტებს ეს  გაცილებით ძვირი უჯდება იმიტომ, რომ ის ფასები რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა ოპერაციის გაკეთებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად  პაციენტის გადასახდელი თანხა გაიზარდა, ძალიან ბევრ მათგანს ამის  შესაძლებლობა არ  აქვს რის გამოც სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ოპერაციაში 20 – 30  %-ით  მეტი  თანხის გადახდა უწევთ. მეორე ცუდი შედეგი არის ის, რომ სამედიცინო პერსონალს,  ხელფასების  20- დან 40% - მდე შეუმცირდა, ეს  შეეხო როგორც  ექიმებს ისე სანიტრებს, საშუალო სამედიცინო პერსონალს და ექთნებს. მესამე უარყოფითი შედეგი არის ის, რომ კლინიკები  იძულებულები  გახდნენ,  რომ სამედიცინო პერსონალი სახლში გაეშვათ,  კადრების  რაოდენობა დაახლოებით 15%-ით  შემცირდა“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი გვიყვება, რომ არანაირი ინოვაცია აღარ შემოდის, რადგან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა ძალიან ძვირია, შესაბამისად კლინიკებს ამის რესურსი აღარ აქვთ, მისი თქმით გასულ წლებში დარგი სულ ვითარდებოდა ახლა კი ყველაფერი ნულზეა დასული.

 

„520 დადგენილება ისე ამოქმედდა, რომ შეხვედრები და კონსულტაციები სპეციალისტებთან არ ყოფილა. ორი კვირით ადრე  დაიდო ბრძანება, ამ ორ კვირაში მოვახერხეთ პრემიერმინისტრთან შხვედრა, პარლამენტში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა დადგენილების  გადადებას  ვითხოვდით, თუმცა გვითხრეს, რომ  ხარვეზები გამოსწორდება ბრძანების ამოქმედების გადადება არაა სჭირო. პრემიერმინისტრმა თქვა ხარვეზები 2-3 დღეში გამოსწორდებაო, ამის შემდეგ ხარვეზი არ გამოსწორებულა. ბრძანება ამოქმედდა, შემდეგ დაიწყო კარანტინი, ვირუსთან ბრძოლა და ყველაფერი დაკონსერვდა. ამის  მერე  ჩვენი აქტიურობა  გამოიხატებოდა  იმაში, რომ დავუკავშირდით  პროფკავშირებსაც, ასოციაციურ გაერთიანებასაც, რაც შეგვეძლო ყველა  ძალა გამოვიყენეთ, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი შედეგი არ გვაქვს. ვირუსთან  ბრძოლა  როცა დაიწყო აქტიურობა შევწყვიტეთ, რადგან მთელი ჯანდაცვა და სახელმწიფო  სულ  სხვა  პრობლემაზე გადაერთო“, - განმარტავს გიორგი გრიგოლია.


 

ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსთან შვიდთვიანი ბრძოლის შემდეგ დრო მოვიდა ჯანდაცვის სამინისტრო იმ საჭირბოროტო საკითხებს დაუბრუნდეს, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორის სასწრაფოდ გადასაწყვეტია.

 

„მსგავსი სეკვესტრი სხვა სპეციალობებსაც ელოდება, ეს სპეციალობები ჯერჯერობით კოვიდ 19- მა გადაარჩინა. ვირუსის გავრცელებამდე იგეგმებოდა ერთიანი ტარიფის დადგენა ნეიროქირურგიაზე, ტრავმატოლოგიაზე. გადაწყვეტილება შეჩერებულია და იმედია საბოლოოდაა შეჩერებული. იქნებ 520 დადგენილებას ისევ გადახედონ და გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ, ეს  ჩემი  სურვილია, თუმცა იმედი არა  მაქვს“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

 

კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომართვიანობა არ შემცირებულა, თუმცა მისი განმარტებით, მომართვიანობას ოპერაცია აღარ მოჰყვება ხოლმე.

 

„ვთქვათ კლინიკაში მოვიდა ასი პაციენტი, თუ ადრე ასივე იკეთებდა ოპერაციას ახლა  დაახლოებით 70 ადამიანი იკეთებს. ჩვენი კლინიკის მდგომარეობით ოპერაციების  რაოდენობა 30% - ით შემცირდა. მიზეზი არის, ის რომ პაციენტს არ აქვს  შესაძლებლობა თავისი წილი გადაიხადოს“,- ამბობს გიორგი გრიგოლია.

 

შემცირებულ ოპერაციებზე საუბრობს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი. კარდიოლოგი აცხადებს, რომ რეალურად პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

 

„ჯერჯერობით  ახალი არაფერია, ყველაფერი ისევ ისეა როგორც ვამბობდით ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში. რეალურად დღეისთვის არაფერი შეცვლილა. ოპერაციები ძალიან შემცირებულია, დაახლოებით 50%-ით თუ მეტით არა, მაგრამ ეს 520-ე დადგენილების ბრალია თუ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის, მაგის თქმა რთულია. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ სანამ რამეს გადაწყვეტენ, რომელიც  შემდეგ პრემიერ მინისტრის ხელმოწერითაა და რთული შესაცვლელია,   მანამდე  გაიარონ კონკრეტულ ექსპერტებთან და დარგის  სპეციალისტებთან“, - განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი.

 

ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი. კარდილოგი აცხადებს, რომ 520-ე დადგენილება ყველას დაავიწყდა, შესაბამისად პრობლემა ისევ მწვავედ დგას.

 

„არავითარი სიახლე არ გვაქვს, დადგენილება მუშაობს, რა აჟიოტაჟიც მოყვა ყველაფერი  ისევ ისე დარჩა. ექიმების პოზიცია იგივეა რაც თავდაპირველად, მაგრამ  ჯანდაცვის სამინსტრო აზრს არ იცვლის. ჩემი პოზიციაც იგივეა, საჭიროა ტარიფების განსაზღვრა, ფასების უბრალოდ ცვლილება სპეციალური გათვლების გარეშე არასწორია, ჯერ უნდა დადგინდეს ტარიფი, რეალური ღირებულება და შემდეგ უნდა ვისაუბროთ იმაზე შეიძლება თუ არა ფასის ცვლილება. ძალიან ძნელია შედეგების განსაზღვრა, 520 დადგენილება ყველას დაავიწყდა, პაციენტების  ნაკადები ახლა უკვე კორონავირუსის პანდემიამ  შეამცირა და 520-ე დადგენილებამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მობილობა არ არის, მომართვიანობა მინიმუმ 35% - ითაა შემცირებული. ხალხს შემოსავალი ნაკლები აქვს და შესაბამისად ნაკლებს ხარჯავენ და რთულია პროგნოზის გაკეთება, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით,  მრავალ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა: დადგენილება, ეპიდემია და ეკონომიკური მდგომარეობის უკუსვლა, ვითარება ალბათ გაუმჯობესდება“, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილიმა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up