ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) და მისი მოკავშირეები განიხილავენ ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობას. ამის შესახებ განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა ტამერ ალ-გადბანმა.
„ოპეკი და მისი მოკავშირეები განიხილავენ ნავთობის მოპოვების მიმდინარე ოდენობის დაახლოებით 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში შემცირების საკითხს 1,6 მლნ ბარელამდე/დღეში“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, „ამ საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრებზე, რომელთა გამართვაც იგეგმება მიმდინარე კვირაში ვენაში“.
მან აქვე დასძინა, რომ ერაყის შიგნით უწესრიგობასა და ამჟამინდელ რთულ მდგომარეობას „გავლენა არ მოუხდენია ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტზე. ქვეყანაში ამ ნედლეულის ზედმეტი ოდენობა არის“.
ცნობისათვის, „ოპეკი +“-ის შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 5-6 დეკემბერს ვენაში, სადაც მოხდება ნავთობის მოპოვების ოდენობის საკითხის განხილვა 2020 წლის მარტის შემდეგ.
oilnews.ge