ოპეკი: მარტში ნავთობის მსოფლიო მარაგები 3,3 მლნ ბარელით გაიზარდა

ოპეკი: მარტში ნავთობის მსოფლიო მარაგები 3,3 მლნ ბარელით გაიზარდა

access_time2019-05-16 09:05:20

2019 წლის მარტის თვეში ნავთობის მსოფლიო მარაგები წინასწარი მონაცემებით გაიზარდა 3,3 მლნ ბარელით 2 მლრდ 875 მლნ ბარელამდე. ამის შესახებ ნათქვამია ოპეკის ანგარიშში.


შედეგად, ამჟამად ნავთობის მსოფლიო მარაგები აღემატება ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს 22,8 მლნ ბარელით. ამასთან, მარტში ნავთობის კომერციული მარაგები გაიზარდა 23,4 მლნ ბარელით, მაშინ როდესაც ნავთობპროდუქტების მარაგები შემცირდა 20,1 მლნ ბარელით.



ოპეკის ანგარიშის მიხედვით, აპრილის თვის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში ნავთობის საერთო კომერციული მარაგები გაიზარდა 26,5 მლნ ბარელით და შეადგინა 1 მლრდ 256 მლნ ბარელი, რაც 55,5 მლნ ბარელით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 24,7 მლნ ბარელით მაღალია ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.


oilnews.ge



თეგები:
ნავთობი



“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up