OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

access_time2020-12-04 19:30:45

OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.

 

შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

 

ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა.


წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მწვავე კამათი გაიმართა  - დაიწყოს თუ არა მოპოვების ზრდა 2021 წლის იანვრიდან, თუ აპრილში დადგენილი შეზღუდვები კიდევ გარკვეული პერიოდით ძალაში დარჩეს?

 

დღემდე მოქმედი შეთანხმება OPEC Plus-ის ფარგლებში, სრულიად ექსტრემალურ ვითარებაში 2020 წლის აპრილში, ნავთობზე ფასების კატასტროფული ვარდნის შემდეგ გაფორმდა. გარიგება 2020 წლის მაისიდან ნავთობმოპოვების დღე-ღამეში 9,7 მლნ. ბარელით შემცირებას გულისხმობდა.

 

აგვისტოში შეზღუდვები შერბილდა - ამჟამად შემცირება დღე-ღამეში 7,7 მლნ. ბარელს შეადგენს, ანუ, მაისთან შედარებით 2 მლნ.-ი ნაკლებია.

 

ახალი შეთანხმებით, მოპოვების შემცირება იანვრიდან 7,2 მლნ. ბარელი იქნება, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მოლაპარაკებების დაწყების პერიოდში პროექტში ჩადებული იყო ამ მაჩვენებლის შემცირება 5,8 მლნ. ბარელამდე, თუმცა, OPEC PLus-ში ჩათვალეს, რომ ეს ნაადრევია  - პანდემიის მეორე ტალღის პირობებში, მოხმარება საკმარისად გაზრდილი არაა.

 


 ზოგიერთი ქვეყანა მოპოვების ზრდას, თუნდაც 500 000 ბარელით, კატეგორიულად ეწინაამღდეგებოდა - მათი აზრით, მეორე ტალღამ შესაძლოა მოთხოვნა ნავთობზე კიდევ ერთხელ ჩამოშალოს.

 

კონტრარგუმენტი კი ვაქცინის გამოჩენაა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს და შესაბამისად, ეკონომიკის გამოცოცხლებას და საწვავზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

 

საუდის არაბეთი მიიჩნევდა, რომ მოპოვების ზრდა რამდენიმე თვით უნდა გადაიდოს, მის აზრს ყაზახეთი და ემირატები იზიარებდნენ. რუსეთი კი საჭიროდ მიიჩნევს 500 000 ბარელით მოპოვების ყოველთვიურ ზრდას მიიჩნევს.

 

ემირატები ასევე თვლიან, რომ პირველ რიგში OPEC Plus-მა უნდა გააკონტროლოს არაკეთილსინდისიერი ქვეყნების მიერ დადებული ხელშეკრულებების შესრულება. ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყანა საკუთარ ვალდებულებებს ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე არ ასრულებს  - მათ შორის ერაყი, ნიგერია, გაბონი, ანგოლა, და ალჟირი.

 

ნავთობის საკითხებში BCS Global Markets-ის ექსპერტის რონ სმიტის აზრით, OPEC+-ს გარიგება არის მკვეთრი სიგნალი კონკურენტების მიმართ, რომ კარტელი ბაზრების დათმობას არ აპირებს.

 

„შტატებში მოპოვება გაიზარდა, და კარტელში შემავალმა ქვეყნებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. მოპოვების შემცირება და ბაზრების დაკარგვა ადვილია, აი დაკარგულ ბაზარზე დაბრუნება კი - გაცილებით უფრო რთულია, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადგილი უკვე დაკავებულია“ - ამბობს ის.

 

ექსპერტები არ ელიან უახლოეს პერიოდში მოპოვების შემდგომ ზრდას, და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ვაქცინაზე და კორონავირუსის დამარცხების ტემპებზეა დამოკიდებული.

 

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასმა პანდემიის პერიოდში მაქსიმალურ დონეს  - 48 დოლარს - უკვე მიაღწია, პირველ რიგში ვაქცინასთან დაკავშირებული დამაიმედებელი ინფორმაციის ფონზე.

 

ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ პანდემიის უკან დახევის და ეკონომიკის ზრდის ფონზე 2021 წელს ნავთობის ღირებულება ბარელზე 65 დოლარამდე გაიზრდება.

 

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
opec plus



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up