OPEC-მა ნავთომოპოვების ზრდაზე უარი განაცხადა

OPEC-მა ნავთომოპოვების ზრდაზე უარი განაცხადა

access_time2021-11-05 19:00:23

OPEC+ კარტელში შემავალმა ქვეყნებმა 4 ნოემბრის ონლაინ-შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც ევროპასა და ამერიკაში ევროპასა და ამერიკაში ენერგოკრიზისის შერბილებას ხაზი გადაუსვა. კერძოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ მოპოვების ზრდის ტემპი 2020 წლის აპრილში დადგენილ დონეს დღე-ღამეში 400 000 ბარელს არ გადააჭარბებს.

 

 

მსოფლიო ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდის მოულოდნელად სწრაფმა ტემპებმა გაზის ფასი კატასტროფული მატება და დეფიციტი გამოიწვია. შექმნილ ვითარებაში მოთხოვნა ნავთობზე, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის გაზის ალტერნატივად განიხილება, მკვეთრად გაიზარდა.

 

 

შექმნილ მდგომარეობაში შავი ოქროს ფასმა სწრაფი ზრდა დაიწყო და 80 დოლარს გადააჭარბა, რამაც შესაძლოა ისედაც მძიმე ენერგეტიკული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.

 

 

განვითარებული ქვეყნებში, განსაკუთრებით კი შტატებში, თვლიან, რომ პანდემიის, და ნავთობზე მოთხოვნის კატასტროფული ვარდნის პერიოდში დადგენილი მოპოვების ზრდის ლიმიტი დღეს არსებულ მდგომარეობას არ პასუხობს, და მოპოვება არა 400 000-ით, არამედ დღე-ღამეში 800 000 ბარელით უნდა გაიზარდოს. თუმცა, ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა ეს პოზიცია არ გაიზიარეს, და ზრდის მაჩვენებელი უცვლელად დატოვეს. შედეგად, დეკემბერშიც მოპოვება 400 000 ბარელით გაიზრდება.

 

 

კარტელის წევრთა შემდეგი შეხვედრა 2 დეკემბერს ჩატარდება. ოპეკ+-ს პოზიცია რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განმარტა - მისი თქმით, კარტელის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნა ნავთობზე კვლავ პანდემიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ამიტომაც არავინ იცის, რამდენად სტაბილურია დღეისთვის დაფიქსირებული მოთხოვნის ზრდა.

 

 


 „ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკის აღდგენა ხდება, ამიტომაც, ჩვენ ბაზარს ნავთობის დამატებით რაოდენობას ვაწვდით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წლის ამ პერიოდში ადგილი აქვს მოთხოვნის სეზონურ ზრდას, და შესაძლოა, რამდენიმე თვეში მოხმარება კვლავ შემცირდეს. 2022 წლის პირველ კვარტალში ჩვენ სწორედ მოთხოვნის შემცირებას ველოდებით. თანაც დელტა-შტამის გავრცელების გამო, ნავთობის უმსხვილეს მომხმარებელ ქვეყანათა ნაწილში შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებს“ - მიიჩნევს ნოვაკი.

 

 

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მოპოვების ზრდა თვეში 400 000 ბარელის დონეზე დარჩება.

 

 

„ყველა ამ მინუსების და პლუსების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ 400 000 ბარელით მოპოვების ზრდის სტრატეგია სწორი როგორც დღეს, ასევე ახლო მომავალში, მოთხოვნის შემცირების პერიოდში იქნება“ თქვა  რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

 

ოქტომბრის ბოლოს მოპოვების უფრო ფორსირებული ზრდის მოთხოვნით აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოვიდა.

 

 

„იდეა, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა მომპოვებელი ქვეყნები მეტი ნავთობის მოპოვებაზე უარს იტყვიან არასწორია. მოპოვების შეზღუდვის გამო ბენზინი ძვირდება, და ეს მუშათა კლასის ოჯახებს აზარალებს. ბენზინი საჭიროა იმისთვის, რომ მშობლებმა სკოლებში შვილების წაყვანა შეძლონ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

ოპეკ+-ს გადაწყვეტილების ფონზე ნავთობმა გაძვირება გააახლა - დღის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობი Brent 81.4 დოლარი ღირდა, იმავე დღეს კი ლონდონის ბირჟაზე ფასი 84 დოლარამდე ავარდა, თუმცა, საღამოს კვლავ 81.3 დოლარამდე შემცირდა.

 

 

2020 წლის მარტში საუდის არაბეთმა და რუსეთმა პანდემიის დროს მოთხოვნის ჩამოშლის გამო მოპოვების შემცირების პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რამაც მსოფლიო ფასების კატასტროფული ვარდნა გამოიწვია.

 

 

შედეგად, მათ მაინც ერთიანი აზრის ჩამოყალიბება მოუწიათ, და უკვე 2020 წლის მაისში მოპოვება დღე-ღამეში 9.7 მლნ ბარელით შემცირდა.

 

წყარო : rbc


თეგები:
Opec



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up