1-ელი მაისიდან OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვება შეამცირა. პირველად ორი თვის მანძილზე მოპოვება 24 საათში 9,7 მილიონ ბარელს გაუტოლდება.
2020 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 7,7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის მაისამდე მოპოვება 5,8 მილიონ ბარელამდე დაიკლებს.
შეთანხმება 23 ქვეყანას შორის შეადგა. ასევე ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთმა და საუდის არაბეთმა გადაწყვიტეს, რომ ბაზრიდან 2,5 მილიარდ ბარელ ნავთობს გაიტანენ.
შეთანხმება მხარეებს შორის 12 აპრილს შეადგა.
2020 წლის 20 აპრილს WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა.
imedinews.ge