2022 წლის აგვისტოში "OPEC+"-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ჩამორჩნენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ მაჩვენებლებს, რომელიც დამტკიცებული იყო ამ თვისათვის, 3,583 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამის შესახებ TAСС-ს განუცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წყარომ, რომლისთვისაც ცნობილია ალიანსის ანგარიში.
გეგმის მიხედვით, "OPEC+"-ის ქვეყნებმა უნდა მიიყვანონ ნავთობის მოპოვება 43,854 მილიონ ბარელამდე/დღეში. ამრიგად, მოპოვების რეალურმა ოდონობამ ამ თვეში შეადგინა დაახლოებით 40,3 მილიონი ბარელი/დღეში.
"OPEC+"-ის გარიგებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანაზე მოვიდა "ჩამორჩენა" 1,399 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში, ხოლო იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან ოპეკში, 2,185 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში.
ივლისის თვეშიც ვერ შეასრულეს ალიანსის ქვეყნებმა მოპოვების გეგმა - მაშინ გრაფიკიდან "ჩამორჩენამ" შეადგინა 2,892 მილიონი ბარელი/დღეში (1,211 მილიონი ბარელი/დღეში - ოპეკის ქვეყნებზე, 1,681 მილიონი ბარელი/დღეში - "არა ოპეკის" ქვეყნებზე).
წყარო: oilnews.ge