ონში ღამის ბარი „წმენდაური“ გაიხსნა

ონში ღამის ბარი „წმენდაური“ გაიხსნა

access_time2022-08-02 23:00:00

ონში, სოფელ წმენდაურში, ამავე სახელწოდების ღამის ბარი გაიხსნა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბარის თანადამფუძნებელმა აკაკი ხიდეშელმა განუცხადა, გასართობი ობიექტის გახსნა ტურისტების მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.


მისი განცხადებით, გასართობი კომპლექსი დაახლოებით 6000 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სასმელის და მუსიკის გარდა, შესაძლებელია გარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ კარვებში დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება.


ხიდეშელის ინფორმაციით, ბარი სეზონურად იმუშავებს.



„3 დღეა რაც ბარი გავხსენით, პირველადი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი დიდია. ობიექტი სეზონურია, თუმცა, ვიმუშავებთ იქამდე, ვიდრე ტურისტი იქნება. სტუმრები გვყვავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელები. ონში ჩამოსული ტურისტი ვერსად ერთობოდა, ვფიქრობ, იდეა გაამართლებს და „წმენდაური“ საკმაოდ ბევრ ტურისტს უმასპინძლებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დიჯეისთან, რათა „წმენდაურში“ მოსულ ტურისტს საკმაოდ ბევრი სასიამოვნო საღამო ვაჩუქოთ,“-აცხადებს აკაკი ხიდეშელი.


მისივე ინფორმაცით, მომავალი წლიდან „წმენდაური“ გაფართოებას და სხვადასხვა აქტივობის დამატებას გეგმავს.


„ბიზნესპარტნიორი“







უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up