ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2020-07-30 11:41:42

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.


განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების  ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად.


„ონში მომხდარმა სტიქიამ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელები დააზიანა, თუმცა ჩვენ გვქონდა ალტერნატიული ქსელი, რომლის საშუალებითაც ამ   წუთისათვის ონში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება ძირითად მაგისტრალურ ქსელს, რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.



წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის,  მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.


„წყალუხვობის პერიოდში ვერ ვუდგებით დაზიანებულ მილებს რომ შეიცვალოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის საჭირო სამუშაოები გაგრძელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ  დაზიანებული მილები გამოვცვალოთ.“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან  მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.


ონი

თეგები:
ონი



მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-13 21:00:13
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი...


მსგავსი სიახლეები

up