ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

access_time2021-08-03 15:00:17

ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა.


2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა.


თუ მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს განვიხილავთ, ტენდენცია უფრო გამოიკვეთება. 2020 წელს ბარათებით ქართულ ვებგვერდებზე სულ 77.2 მლნ ლარის გადახდა დაფიქსირდა, საიდანაც 58.6 მლნ აზარტაულ თამაშებზე მოდიოდა, გადახდილი 4.4 მლრდ-დან 3.6 მლრდ ასევე ონლაინკაზიონოების წილი აღმოჩნდა. ჯამში ტრანზაქციების 76% და გადახდილი თანხის 81% სამორინეების საკუთრება გახდა.


მდგომარეობა განსხვავებულია უცხოურ ვებგვერდებთან მიმართებაში, სადაც გადახდილი 1.040 მლრდ-დან კაზინოების წილმა 110 მლნ შეადგინა - 10.6%.



გასულ წელს სათამაშო ბიზნესი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლის ბრუნვაც (დადებული ფსონების ჯამი)  22%-ით 31.7 მლრდ-მდე გაიზარდა. ეს თანხა ბარათებით გადარიცხულ 3.6 მლრდ-ს 9-ჯერ აღემატება, რასაც რამდენიმე ახსნა აქვს. წლის დასაწყისში 2 თვე კაზინოები ფიზიკურადაც ღია იყო, გარდა ამისა მოთამაშეები თანხას აპარატებიდანაც რიცხავენ და მოგებულ თანხასაც უკან აბრუნებენ.


2020 გამორჩეული იმით აღმოჩნდა, რომ კაზინოების შემოსავლები კრიზისის ფონზეც გაიზარდა, სხვა მხრივ დარგმა უბრალოდ სწრაფი ზრდა განაგრძო. თუ 2010-2020 წლებში ყველა ბიზნესის ბრუნვა 349%-ით 24.4 მლრდ-დან 109.6 მლრდ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში აზარტული თამაშების ბრუნვა 22 000%-ით 143 მლნ-დან 31.7 მლრდ-მდე გაიზარდა.


თუ მთელს ბიზნესში 2010 წელს აზარტული თამაშების წილი 0.59% იყო, 2015 წელს 6.23%-მდე გაიზარდა, 2020 წელს კი 28.9%-ს მიაღწია.


ბოლო წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსი პერიოდულად სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის ან სრული აკრძალვის ინიციატივით გამოდის. შეზღუდვის მომხრეები რეკლამის აკრძალვას, კაზინოენის ქალაქგარეთ გატანას იმ მოტივით ითხოვენ, რომ კონტროლი სუსტია. მათ პოზიციას ყველა არ იზიარებს. კაზინოების არსებობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ აკრძალვა თამაშებს იატაკქვეშა სივრცეში გადაიტანს, რაც ფიზიკური ანგარიშწსწორების შემთხვევებს გაზრდის, ამავე დროს ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავლებსაც დააკლებს და ტურიზმსაც შეამცირებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up