სტატისტიკის მიხედვით, იმ პროდუქტების ონლაინ-გაყიდვები გაიზარდა, რომლებიც საერთოდ არ იყიდებოდა - მომხმარებლის ქცევა ბევრ სფეროში შეიცვლება

სტატისტიკის მიხედვით, იმ პროდუქტების ონლაინ-გაყიდვები გაიზარდა, რომლებიც საერთოდ არ იყიდებოდა - მომხმარებლის ქცევა ბევრ სფეროში შეიცვლება

access_time2020-05-18 12:40:12

ონლაინ-ვაჭრობის ბუმი, გაზრდილი მოთხოვნა ჯანსაღ პროდუქტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე, ნაკლები რიგები სალარო აპარატებთან - კორონავირუსის პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა თითქმის ყველა სფეროში რადიკალურად შეცვალა, ეს ცვლილება კი მომავლის ყოველდღიურობა გახდება.


ყოველდღიური აქტივობების ის ნაწილიც კი, რაც მობილურის გარეშე  კეთდებოდა, ახლა სრულად მოიცვა ტექნოლოგიებმა. გარდა ამისა, ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ ჯანსაღი ორგანიზმი, რომელიც გაუმკლავდება კორონავირუსის მსგავს დაავადებებს მომავალშიც. შესაბამისად, კვების ჯანსაღი პროდუქტები და ზოგადად ნუტრიციის დარგი ამ ტენდენციით საკმაოდ დიდი აღმასვლის მოლოდინშია.  გაიზარდა მოთხოვნა საკურიერო მომსახურებაზე, რაც მეტ დასაქმებულს ნიშნავს.


ასევე საინტერესოა რაც შეიძლება მოკლე მიწოდების ჯაჭვის ტენდენცია - მომხმარებელს სურვილი აქვს, რომ პროდუქტებს, რომელთაც ისინი შეიძენენ, მოკლე გზა ჰქონდეს გავლილი ადრესატამდე. ასევე უპირატესობას ანიჭებენ ბრენდებს, რომელთაც ადგილობრივი და მცირემასშტაბიანი მომწოდებლები ჰყავთ, ეს მომხმარებლისთვის უსაფრთხოებასა და უკეთეს ხარისხთან ასოცირდება.


საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თორნიკე გურული „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ გლობალური მასშტაბით, საინტერესო არაპროგნოზირებადი ტენდენციები ფიქსირდება, როცა საქმე მომხმარებლის ახალ უპირატესობებს ეხება. პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც შემოდგომაზე იზრდებოდა, ახლა ყველასთვის აუცილებლობა გახდა, ნივთები, რომელთაც ინტერნეტ-მაღაზიაში არასდროს შეიძენდნენ, დღეს მათზე მოთხოვნა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.


„პირველი, რასაც ყველა ვარაუდობს არის ის, რომ მომხმარებელი ელექტრონულ კომერციაზე გახდება ორიენტირებული. ხალხი მეტად ივაჭრებს  ციფრულ არხებში და შეეცდება, რომ ნაკლებად ჩადგნენ რიგებში, ნაკლებად იარონ სავაჭრო ობიექტებში და ნაკლებად დაკარგონ დრო. თუ დავაკვირდებით Amazon-ის გაყიდვებს,  საინტერესო სტატისტიკას ვნახავთ,  გაიზარდა ისეთი პროდუქტების გაყიდვის სტატისტიკა, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყიდებოდა, ეს ეხება ყოველდღიური მოხმარების საგნებს და ჰიგიენის საშუალებებს, თმის საღებავებს, შამპუნებს.  ასევე, ის ნივთები რომელიც სახლში სჭირდებოდათ ადამიანებს  როგორც წესი სექტემბრიდან იყიდებოდა, როგორებიცაა ვთქვათ ხალათები და სახლის ჩუსტები.“ - განმარტავს თორნიკე გურული.


გარდა ყოველდღიური სამომხმარებლო ქცევისა, სპეციალისტის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება ტურიზმის, სასტუმროსა და რესტორნების სექტორში. ყველაფერი მეტყველებს მომავალზე, სადაც მომხმარებელს მინიმალური ფიზიკური შეხება აქვს მომსახურე პერსონალთან.


„თუ აქამდე ორი საათით ადრე მივდიოდით აეროპორტებში რეგისტრაციის გასავლელად, ახლა მოგვიწევს 4 ან 5 საათით ადრე მისვლა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პროცედურების  გასავლელად. ბორტებზე აღარ იქნება კვების მომსახურება, რადგან აქ უსაფრთხოების დაცვა ძალიან რთულია. ამასთან, სასტუმროს ბიზნესი სულ სხვანაირად წარიმართება - სტუმარს მიმღების თანამშრომელთან ფიზიკური შეხება შეიძლება აღარ ჰქონდეს და ყველაფერი ელექტრონიზებული გახდება. გაიზრდება დაჯავშნები ონლაინ საშუალებებით.  ადამიანები აღარ დაიკავებენ ადგილებს ისეთ ბარ-რესტორნებში, სადაც ხალხმრავლობა და სივიწროვეა. აღარ დავკარგავთ დროს ისეთ  აქტივობებზე, რომლებზეც აქამდე ვხარჯავდით. რაც შეეხება განათლების სფეროს - თუ ადრე დიდი სემინარის დასასწრებად ან ჩასატარებლად უნდა გაგვევლო კილომეტრები, ახლა ეს ყველაფერი ონლაინ ხორციელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო ინდუსტრიაშიც სამომხმარებლო ქცევა დიდ ცვლილებებს განიცდის“,— აღნიშნავს თორნიკე გურული.


არის თუ არა ეს ეკონომიკისთვის დადებითი, ნიშნავს თუ არა ეს კადრების უფრო ნაკლებ საჭიროებას, გააღრმავებს თუ არა ეს ტენდენციები უმუშევრობის პრობლემას?  თორნიკე გურული განმარტავს, რომ ეკონომიკისთვის გარკვეული სფეროები წინ წამოიწევს,  უფრო მოთხოვნადი იქნება და ზრდა შეეტყობა ტექნოლოგიების ბიზნესს.  სწორედ ამ მიმართულებით ჩაიდება მეტი ინვესტიციები, მაგრამ დიდი დანაკლისების მომასწავებელი მომავალი ელოდება ცალკეულ სფეროებს, როგორებიცაა ტურიზმი და განათლება .


მარიამ მორგოშია





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up