ონლაინ შოპინგის 18 კატეგორიიდან ფასები 11 კატეგორიაში გაიზარდა - სიის სათავეში ტანსაცმელია

ონლაინ შოპინგის 18 კატეგორიიდან ფასები 11 კატეგორიაში გაიზარდა - სიის სათავეში ტანსაცმელია

access_time2021-12-31 21:30:00

ონლაინ ფასები მე-18 თვეა, რაც ზედიზედ იზრდება. Adobe-ის კვლევას CNN ავრცელებს.

„ონლაინ შოპინგი ადრე ეკონომიკის იმ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც ფასები სტაბილურად ეცემოდა, მაგრამ Covid-მა ეს შეცვალა,“ - იუწყება CNN.

ონლაინ ფასები, შარშანდელთან შედარებით, 3.5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი 12-თვიანი ზრდაა მას შემდეგ, როცა 2014 წელს Adobe-მა ამ მეტრიკის კვლევა დაიწყო.

Adobe-ის მონაცემებით, ფასების ზრდა 18 კატეგორიიდან 11-ში დაფიქსირდა. სიის სათავეში ტანსაცმელია, რაზეც წინა წელთან შედარებით, ფასმა 17.3%-ით მოიმატა. კოვიდამდე ონლაინ ტანსაცმლის ფასები რეგულარულად ეცემოდა. 2015-დან 2019 წლამდე ონლაინ ტანსაცმლის ფასები წელიწადში, საშუალოდ, 1.1%-ით იკლებდა.

„ელექტრონულ კომერციაში რეკორდულად მაღალი ინფლაცია მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებმა და მდგრადმა სამომხმარებლო მოთხოვნილებამ განაპირობა,“ - აცხადებს Adobe-ის ზრდის ანალიზისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, პატრიკ ბრაუნი.


Adobe-ის ციფრული ფასების ინდექსი აშშ-ში 100 მილიონზე მეტ პროდუქტს მოიცავს, დაწყებული შინაური ცხოველების პროდუქტებიდან და ურეცეპტოდ გაცემული წამლებით დამთავრებული. სადღესასწაულო ფასდაკლებების გამო, ონლაინ ფასები, წინა თვესთან შედარებით, 2%-ით დაეცა.

Adobe-ის მონაცემებით, ტანსაცმლის გარდა, ფასები გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდა სასურსათო პროდუქტებზე (3.9%-ით), სპორტულ საქონელზე (6.8%-ით), სახლის კეთილმოწყობის პროდუქციაზე (6.9%-ით) და ყვავილებზე (15.5%). ონლაინ სასურსათო პროდუქტებზე ფასები ზედიზედ 22 თვეა, იზრდება.

მაშინ, როცა ონლაინ ინფლაციამ გასულ თვეში რეკორდულ დონეს მიაღწია, ზოგიერთმა კატეგორიამ ფასების კლება განიცადა. მაგალითად, წინა წელთან შედარებით, ონლაინ სათამაშოებზე ფასები 2.9%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით, 3.6%-ით დაეცა. Adobe-ის კვლევით, სათამაშოები, წიგნები და კომპიუტერები იმ გამორჩეულ კატეგორიებს წარმოადგენენ, რომლებიც ონლაინ შოპინგის დროს „მდგრადი და უფრო ძლიერი დეფლაციის“ ისტორიულ მოდელს მიჰყვებიან. ოფლაინ ფასების ზრდის გათვალისწინებით, სათამაშოების, კომპიუტერების, სპორტული საქონლისა და სხვა ნივთების ონლაინ შოპინგი ჯერ კიდევ იაფია.

CNN-ის ცნობით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასების 6,8%-ით ზრდა 1982 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე დიდ 12-თვიანი ზრდაა, რაც, ეკონომისტების პროგნოზებით, კიდევ უფრო დაჩქარდება.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up