ონლაინ პლატფორმა მოდისთვის საინტერესო და ახალი გამოწვევაა - ნინა ზარქუა

ონლაინ პლატფორმა მოდისთვის საინტერესო და ახალი გამოწვევაა - ნინა ზარქუა

access_time2020-05-09 12:30:17

როგორ დააზარალა პანდემიამ  მსოფლიო მოდის ინდუსტრია და  გადავა თუ არა, ჩვენებები და შოურუმები ონლაინ პლატფორმაზე, ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში ბიზნესმენის დილა Nina Zarqua Collection-ის დამფუძნებელმა, დიზაინერმა ნინა ზარქუამ ისაუბრა.


როგორც ქართული, ისე მსოფლიო მოდა სრულიად გაოგნებულია განვითარებული მოვლენებით, ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა,  მათ შორის მოდის სფეროც. მე ვფიქრობ,რომ სერიოზულად დაეტყობა პანდემია მოდას და შეიცვლება პლატფორმა. ბევრი ადამიანი საუბრობს,რომ  მოდის სფერო გადავა ონლაინ პლატფორმაზე, საუბარია ჩვენებებსა და შოურუმებზე.


არავინ იცის, საერთოდ იქნება თუ არა დაგეგმილი ჩვენებები და შოურუმები, არც კონკრეტული პასუხებია,თუ რა გადაარჩენს მოდას. თუმცა, ონლაინ პლატფორმა  საინტერესო და ახალი გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. ონლაინ პლატფორმაც კონკრეტულ დროს მოერგება და სამუდამოდ არ დარჩება. მოდა ხელოვნებაა, უნდა შეეხო, ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა და  ტანსაცმელი  გაიზომო, მითუმეტეს,როცა ძვირადღირებულ ტანსაცმელზეა საუბარი. მომხმარებელი მიჩვეულია დიზაინერებისგან ონლაინ შეძენას, მე პირადად ბევრ მსგავს პლატფორმაზე ვარ დარეგისტრირებული და ხშირად ვუკვეთავ ონლაინ.



დიზაინერები არიან სახლებში, რაც ბევრს ნიშნავს იმ თვალსაზრისით,რომ მათ აქვთ საშუალება იფიქრონ მუზაზე, კრეატივზე, ინსპირაციაზე. დიდი ბრენდები არიან გაკოტრების პირას, ვფიქრობ პატარა ბრენდებს  არ გაუჭირდებათ ამ პერიოდის გადალახვა. წავიკითხე,რომ პანდემიის შემდეგ დაიწყება ახალი ეპოქა მოდის ინდუსტრიაში, რენესანსი და ვიმედოვნებ,რომ მეც ვიქნები ამ ახალი ეპოქის ნაწილი,:- აღნიშნავს ნინა ზარქუა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა,რომ ჩინეთიდან შეკვეთები არ შეჩერებულა, ამ ეტაპზე Nina Zarqua Collection-ის სამკერვალოები  დახურულია.


ველოდებით მოვლენების განვითარებას.   ჩინეთიდან შეკვეთები არ შეჩერებულა, თუმცა, ჯერჯერობით აქედან ვერ ხდება მიწოდება, სრულიად გაჩერებულები ვართ და ველოდებით მომავალს, რა იქნება.


მოდას ყოველთვის ჰყავდა მომხმარებელი და ეყოლება. ახლა სურვილი არ გვაქვს რომ შევიძინოთ, თუმცა როცა გადაივლის ეს პერიოდი, ყველა ერთბაშად შეეცდება მოზღვავებული სურვილების ახდენას. ქართული მოდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ შეედრება მსოფლიო მოდას, ჩვენნაირი ქვეყნები უფრო ადაპტირებადი არიან, ვიდრე საფრანგეთი, იტალია - სადაც რეალურად დაიბადა მოდა.  სწორედ ამიტომ ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრენდები მარტივად გადარჩებიან, ყველა ქართველ დიზაინეს ვუსურვებ,რომ მაგრად იყვნენ. იმდენად საინტერესო ეპოქაში მოგვიწია ყოფნა, დარწმუნებული ვარ,რომ  ეს ყოველივე აისახება ჩვენს კოლექციებზეც,- ამბობს ნინა ზარქუა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up