ონლაინ კაზინოები ისევ რეგულაციის გარეშე საქმიანობენ – პრემიერის ინიციატივის განხორციელება ჭიანურდება

ონლაინ კაზინოები ისევ რეგულაციის გარეშე საქმიანობენ – პრემიერის ინიციატივის განხორციელება ჭიანურდება

person access_time2016-04-28 10:02:27

ბიზნეს და ექსპერტულმა წრეებმა უკვე შეაფასეს „კვირიკაშვილის 100 დღის“ შედეგები და იმ დადებით ძვრებზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესში დაიწყო. 

 

„კომერსანტმა“ გადახედა პრემიერის მთავარ გზავნილებს, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატის რანგში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გაახმოვანა. ამ გზავნილებს შორის ნაწილის შესრულება უკვე დაწყებულია, ნაწილი „დაანონსებულია,“ რამდენიმე მათგანის ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია. მათ შორისაა ონლაინ კაზინოების რეგულაციების თემა. 


პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, 2015 წლის 29 დეკემბერს, პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ინტერნეტ-კაზინოების საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიდა და მიიღებდა სახელმწიფო გადაწყვეტილებას მის რეგულირებაზე.


უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა ახალი პრემიერის მკაფიო პოზიციამ საკითხის ადგილიდან დაძვრის მოლოდინი გააჩინა.


ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ხდება დღეს ამ მიმართულებით?

 

როგორც გაირკვა, ხელისუფლება კანონპროექტზე მუშაობს, ხოლო რა ტიპის რეგულაციები დაუწესდებათ ონლაინ კაზინოებს, ამის შესახებ მაისში უნდა გახდეს ცნობილი. 


ონლაინ კაზინო „კრისტალბეთის" დამფუძნებელი და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო და სათამაშო ბიზნესის ასოციაციაც.


ახვლედიანი ამბობს, რომ უშუალოდ სათამაშო ბიზნესთან აქტიური კონსულტაცია არ დაწყებულა, თუმცა, ამ მხრივ გარკვეული აქტივობები სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

„აჭარაბეთის" მარკეტინგის მენეჯერი ლადო ხარხელაური აცხადებს, რომ ონლაინთამაშების აკრძალვა ამ სფეროს ძალიან სერიოზულად დააზარალებს და ყველა კომპანიას მოუწევდა ყოფნა-არყოფნაზე დაფიქრება.



მისი თქმით, სამორინის დარბაზის შემოსავალი ვერ ფარავს ხარჯს და ძირითადი წყარო, დაახლოებით, 80-85 პროცენტი სწორედ ონლაინ თამაშებიდან მიღებული შემოსავალია.

 

„სახელმწიფო ძალიან სერიოზულად დაზარალდება. ჩვენთან ერთი დღის განმავლობაში შემოდის 500-1000 ადამიანი, ონლაინში კი დღეში 60 000-70 000 ადამიანი თამაშობს. მათ შორის დიდი პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაა. ონლაინის გაუქმება სფეროს დემორალიზაციას გამოიწვევს"- აცხადებს ხარხელაური.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -„აფბას" ანალიტიკოსი ზურა კუკულაძისთვის უცნობია მთავრობა მუშაობს თუ არა ამ მიმართულებით. მისი თქმით, კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ ამ თემაზე რაიმე ხელშესახები არაფერი მომხდარა.


„2013 წელს ჯერ კიდევ კობა დავითაშვილს ჰქონდა ინიციატივა, შემდეგ 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინიცატივა, 2015 წელს ამაზე საუბარი უკვე პრემიერმა დაიწყო, ყველა შემთხვევაში იყო დაპირება, თუმცა, არასდროს არაფერი გაკეთებულა. ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა შესაბამისად ვერ მუშაობს"-აცხადებს კუკულაძე.


მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ დააჩქაროს ონლაინ კაზინოების რეგულაციაზე მუშაობა, რადგან ეს არის ძალიან ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური პრობლემატიკის შემომტანი ჩვენს რეალობაში. კუკულაძე ამბობს, რომ „აფბა" პრემიერის განცხადების შემდეგ მოლოდინის რეჟიმში იყო, ელოდებოდა ხელისუფლების მხრიდან ინიციატივებს, თუმცა უშედეგოთ. ამიტომ როგორც კუკულაძე ამბობს, „აფბა" ამ მიმართულებით კიდევ გააქტიურდება და საზოგადოებას საკუთარ ინიციატივებს შესთავაზებს.

 

„ჩვენ გვაქვს რეგულაციათა პაკეტი, თუმცა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია, ვართ ძნელია იურიდიული დატვირთვის მიცემა. ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეგულციათა პაკეტს სჭირდება იურიდიული მხარის მოგვარება და შესაბამისად, ამაზე მუშაობასაც ავიღებთ ჩვენს თავზე და მთავრობას შევთავაზებთ" - აცხადებს კუკულაძე.


მისი თქმით, აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმებია:


სპეციალური პროგრამის შექმნა - შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანზაქციები. პროგრამა ადაპტირებული იქნება ყველა ლიცენზირებულ ვებ-გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

 

აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა: საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც ხდება მოთამაშედ რეგისტრაცია, რეალურ სივრცეში (შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშე იღებს სპეციალურ კოდს, რომლითაც მონაწილეობას იღებს აზარტულ თამაშებში.


მოთამაშის მოსაკრებლის დაწესება - მოთამაშედ რეგისტრაციის შემდეგ, პირი იხდის მოსაკრებელს 1200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.


წაგების ლიმიტების დაწესება - მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირი ახდენს საკუთარი შემოსავლების დეკლარირებას, ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%-ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის წესდება წაგების მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარის ოდენობით თვეში. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).


კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება - უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ ეხება ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.


თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში - რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები, საჭიროა რეზიდენტ ფიზიკური პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.

 

არარეზიდენტი ფიზიკური პირები - უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ მოქმედებს.


უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ-გვერდები - ისეთი ვებ-გვერდები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არის აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, იბლოკება.

 

სათამაშო ბიზნესის შემზღუდავი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში 2014 წელსაც, დეპუტატ კობა დავითაშვილის ავტორობითაც დარეგისტრირდა, თუმცა მაშინ საქმე პირველი მოსმენით განხილვას არ გასცდენია და დავითაშვილის ინიციატივა ჩავარდა.




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 21:50:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up