ონლაინ ჰაკათონი Covid 19-ის წინააღმდეგ

ონლაინ ჰაკათონი Covid 19-ის წინააღმდეგ

access_time2020-03-24 19:03:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სარეკლამო კომპანია „რედბერი“ წარმოგიდგენთ ონლაინ ჰაკათონს Covid 19-ის წინააღმდეგ, რომელიც სტარტს 2020 წლის 3 აპრილს აიღებს.


ჰაკათონის მიზანია, ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ, 72 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარებით, იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა: ონლაინ მედიცინა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგი და სხვა.


პირველი ონლაინ ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2020 წლის 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.



ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WBKvTQ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.


(NS)




„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდათბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...


მსგავსი სიახლეები

up