''ონლაინ გაყიდვები ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის ინტერესს პროდუქციის ხარისხზე''

''ონლაინ გაყიდვები ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის ინტერესს პროდუქციის ხარისხზე''

access_time2020-12-20 15:00:32


 

„ჩვენი პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის ეკო მასალებით და ინდივიდუალური აქსესუარებით, გარდა განსხვავებული დიზაინისა, ჩანთები წარმოადგენს ფასისა და ხარისხის საუკეთესო ტანდემს,“ - კომერსანტის დილაში  ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდის „ელიზაბეტის“ დამფუძნებელი, ნათია შიუკაშვილი ბრენდის შექმნის იდეასა და უპირატესობებზე საუბრობს. ქართული ბრენდი,რომელიც  2018 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე 2021 წელს მომხმარებლისთვის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

 

„ჩანთების და აქსესუარების წარმოების იდეა გაჩნდა 5-6 წლის წინ, მაშინ როდესაც ქართული წარმოების პროდუქცია ძალიან მოთხოვნადი იყო, თუმცა ბაზარზე მაინც შეინიშნებოდა მისი სიმცირე. ბრენდი 2018 წელს ჩამოყალიბდა, ეს თარიღი უკავშირდება ჩემი შვილის, ელიზაბეტის დაბადებას.ელიზაბეტის ჩანთების დიზაინი მორგებულია სხვადასხვა სტილის მოყვარული ადამიანების გემოვნებას. ეს ავსებს,როგორც კლასიკური, ისე ყოველდღიური ჩაცმულობის იმიჯს, აქვს ხელმისაწვდომი ფასი, უმაღლესი ხარისხი და რაც მთავარია, პროდუქცია ქართულია და დამზადებულია საქართველოში.



დღეს საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგა მსოფლიო და განსაკუთრებით ქართველი მწარმოებლები, რადგან პროდუქციის მასალის და ხარისხის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ფოტო და ვიდეო საშუალებებით, რაც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის ინტერესს- აღიქვას პროდუქტის ხარისხი და შეძლოს მისი სათანადოდ შეფასება, ამიტომ ელიზაბეთის გუნდი პროფესიონალი ფოტოგრაფების და კონსულტანტების დახმარებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს და დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში,“- ამბობს ნათია შიუკაშვილი.

 

 

 



თეგები:
ელიზაბეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up