როგორ მოქმედებს ონლაინშოპინგის გააქტიურება ადგილობრივ ბიზნესზე და რამდენად ადეკვატურია სამასლარიანი განბაჟების ზღვარი

როგორ მოქმედებს ონლაინშოპინგის გააქტიურება ადგილობრივ ბიზნესზე და რამდენად ადეკვატურია სამასლარიანი განბაჟების ზღვარი

access_time2022-11-25 09:00:19

მიმდინარე წელს ონლიან-შოპინგი საკმაოდ აქტუალურია,  ქართველ მომხმარებლები პროდუქტის, საყოფაცხოვრებო ნივთების თუ  ტანსაცმლის შესაძენად, ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე, ხშირად მიმართავენ თურქულ ონლაინ-პლატფორმა „ტრენდიოლს“.


„ნეტგაზეთის“ მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის  თანახმად მიმდინარე წლის 10 თვეში ონლაინ გამოწერების რაოდენობა 2021 მთლიანი წლის გამოწერებს 5-ჯერ  აღემატება, სიაში ლიდერობს თურქეთი, რომლის მონაცემებიც აშშ-სა და ჩინეთის მონაცემებს საგრძნობლად აჭარბებს.


როგორ მოქმედებს ონლაინშოპინგის მსგავსი გააქტიურება ადგილობრივ ბიზნესზე და რამდენად ადეკვატურია სამასლარიანი განბაჟების ზღვარი. ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეკონომისტმა  ოთარ აბესაძემ ისაუბრა. მისი თქმით,  ონლაინ გამოწერები  მცირე და საშუალო ბიზნესის ძლიერ წახალისებას ახდენს. ამასთან აბესაძე, ამბობს რომ აუცილებელია განბაჟების ზღვარი შეიცვალოს.


„დღეს, თანამედროვე რეალობაში, დაწყებული სათამაშო დისკებით, კომპიუტერებით, მობილური ტელეფონების  აქსესუარებით, ტანსაცმლით   თუ ა.შ,  ყველაფრის გამოწერაა შესაძლებელი. ამით მცირე ბიზნესმა, ფაქტობრივად, ერთგვარი სტიმული შეიძინა და ეს ძალიან კარგია. 


განბაჟებაზე სამასლარიანი ზღვარი  რადიკალურად  უნდა  გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ინფლაციაა და  300 ლარიანი  ზღვარი თითქმის 100$ - იან ნიშნულზეა, შესაბამისად, ეს ზღვარი სრული სიგიჟეა,“ - აცხადებს ოთარ აბესაძე.



ოთარ აბესაძის თქმით, ონლაინ-შოპინგმა მიკრო-ბიზნესი საგრძნობლად გააქტიურა და მისთვის მიუღებელია, ამ სფეროს რაიმე რაგულაციით შეზღუდვა.


ადამიანი პირადი  მოხმარებისთვის  იყენებს  გამოწერას და დემოკრატიულ წყობილებაში ძალიან ნორმალურია, მქონდეს არჩევანი, გამოვიწერ, ადგილზე ვიყიდი, თუ რას ვიზამ,


რამდენიმე ასეული ადამიანია ჩემ გარშემო, რომლებიც  იწერენ პროდუქციას და ყიდიან,  ადამიანები  შევიდნენ მიკრო-ბიზნესში, რითაც  გაჩნდა თვითდასაქმების  იდეალური პუნქტები.  როგორც წესი  ბაზრის მიერ  დარეგულირებული  ფასი  არის  იდეალური, მე  თუ  დღეს  ჩემით შემიძლია გამოვიწერო  დისკი FIFA 23   165  ლარად , ან გამოწერილი ვიყიდო 180 ლარად, რატომ უნდა გამიძვირდეს“, - აღნიშნა  ოთარ აბესაძემ.


აბესაძის  თქმით,  როდესაც  პროდუქტი საქართველოში  შემოაქვთ,  პროდუქტის  თვითღირებულებას აძვირებს ტრანსპორტირების, იჯარის, დასაქმებული ადამიანების  ხელფასების ხარჯები,  შესაბამისად ბიზნესის დაუწერელია კანონია, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა. 


„საქართველოში როცა შემოაქვთ,  ფულს  იხდიან იჯარაში,  გადასახადებში  და თავისთავად  ეს  აძვირებს მომსახურებას  და პროდუქტს. როდესაც  ბაზარზე არის ალტერნატივა, რატომ არ უნდა აირჩიონ. მაგალითად ფლეისთეიშენის  დისკი FIFA 23 ნებისმიერ  მაღაზიაში ღირს 230 ლარი,  რომ გამოწერო  165 ლარი  იქნება, ადამიანს,  რომელიც ამ ტიპის  სათამაშო  სტილით  არის დაკავებული, მას ურჩევნია დისკი დაბალ  ფასში მიიღოს.


ამის  კარგი მაგალითია  „ამაზონი“, „ტრენდიოლი“ და სხვა, თურქეთში რომ რამე „ტრენდიოლიდან“ გამოიწერო არ იბეგრება, ამერიკელმა  რომ „ამაზონზე“ რამე  გამოიწეროს  არ იბეგრება, საქართველოს  არ  აქვს მაგის   ჰაბი, რომ ჰქონდეს მაგის  ფუფუნება, მას უწევს  კონტინენტებიდან  რაღაცების  გამოწერა. დღეს  „ტრენდიოლიდან“  შოკოლადის გამოწერა უფრო იაფი ჯდება,  ვიდრე აქ ყიდვა. შეიძლება აქ ყიდვით სტიმულს უკეთებ ბიზნესს, რომელიც  გადასახადს პატიოსნად იხდის, მაგრამ ბიზნესს აქვს დაუწერელი კანონი იმაზე, რომ ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება მიწისქვეშა ალტერნატივები. ამიტომ ჩემი აზრით განბაჟების ზღვარი უნდა აიწიოს 1000 დოლარამდე, რადგან ამ გამოწერებმა ბევრი მიკრობიზნესი წაახალისა და სამუშაო ადგილები შექმნა“, - აღნიშნა ოთარ აბესაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-03 15:30:31
  „თხილი ერთ-ერთი აგროკულტურაა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს. 2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას არაერთი ღონისძიებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა, რომლის განხორციელების მიზანია, ქართული თხილი იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი,...


მსგავსი სიახლეები

up