ონკოლოგიური კლინიკის კრიზისი

ონკოლოგიური კლინიკის კრიზისი

access_time2019-10-05 20:00:16

ონკოლოგიური კლინიკის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“, სამედიცინო პერსონალმა 4 ოქტომბერს კლინიკის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ექიმების თქმით, კლინიკას მათ მიმართ შვიდი თვის სახელფასო დავალიანება აქვს, რის გამოც ექიმები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან. კლინიკის 260-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დავალიანება დროულად არ დაიფარება, ისინი გაიფიცებიან.

 

როგორც კლინიკის დირექტორი, მამუკა გელოვანი განუმარტავს რადიო თავისუფლებას, შვიდი თვის სახელფასო დავალიანება არ გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო პერსონალს შვიდი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია. თუმცა, ის, რომ კლინიკის თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობს, არ უარყოფს და ამის რამდენიმე მიზეზს ჩამოთვლის:

 

„თებერვლის ხელფასი რამდენიმე დღის წინ, სექტემბრის ბოლოს გავეცით. ხელფასს ყოველთვიურად გავცემთ, თუმცა, შესაძლოა, კონკრეტულ რიცხვში ვერ გავცემდეთ. ეს დავალიანება, ცხადია, დღეს და გუშინ არ დაგროვილა. ეს უკვე დიდი ხნის პრობლემაა და მას თავისი მიზეზები აქვს. სამწუხაროდ, გვაქვს სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის, უარყოფითი ბალანსი, რომელიც დიდი ხანია მოჰყვება კლინიკას. პრობლემას წარმოადგენს თვითდინებით შემოსული პაციენტის ნაკლებობა. ჩვენი ხელფასი დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ვიღებთ ანაზღაურებას სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ამჯერად, სააგენტო ივნისის ხელფასს ამუშავებს და ხელფასს ეტაპობრივად ვფარავთ“.

 

მამუკა გელოვანის თქმით, ამ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალისთვის გასაცემი დავალიანება დაახლოებით მილიონ ლარს აღწევს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა:

 

„ონკოლოგიური საავადმყოფო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით აწვდის სერვისებს. დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა. მათი დაფინანსება ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით“.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, სამინისტრო არცერთი სამედიცინო დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა და მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკები შეინარჩუნოს და გააძლიეროს:

 

„ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთვა არის დაბალი, უტილაზიცია 30%-ს არ აღემატება. სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები“.

 

ონკოლოგიური კლინიკა განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „საპარტნიორო ფონდს“ 2015 წლის მიწურულს გადაეცა. ამ კლინიკასთან ერთად გადაეცა საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური კლინიკა.

 

თეა გიორგაძე, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დაფუძნებული „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ონკოლოგიური კლინიკა საპარტნიორო ფონდს ურთულეს მდგომარეობაში გადაეცა. მისი თქმით, 2015 წელს, საპარტნიორო ფონდის მიერ მომზადებული და თითქმის ბოლომდე მიყვანილი საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდა. რის შემდეგაც უკვე „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიერ შეიქმნა ახალი პროექტი:

 

„პროექტი მომზადდა ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ სამედიცინო კორპორაციასთან ერთად, რომელიც მზად არის პირველ ეტაპზე განახორციელოს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პროექტი გულისხმობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური, ულტრათანამედროვე კლინიკის შექმნას, სადაც განთავსდება ონკოლოგიური კლინიკა და ბავშვთა ინფექციური კლინიკა. რაც შეეხება ონკოლოგიური კლინიკისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობებს, ამ ტერიტორიებზე დაგეგმილია სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთება. ასევე საუბარია, რომ ყველა თანამშრომელთან გაგრძელდება თანამშრომლობა. პროექტი უკვე წარდგენილია სამეთვალყურეო საბჭოზე. გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ამჯერად, პროექტი თითქმის დასრულების ფაზაშია. მნიშვნელოვანია, რომ არ იგეგმება არცერთი საავადმყოფოს პრივატიზება. ეს არის გრძელვადიანი იჯარა, როდესაც ინვესტორი განახორციელებს ინვესტიციას და განახლებული ინფრასტრუქტურა დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში“.

 

როგორც თეა გიორგაძე ამბობს, თუკი საბოლოო შეთანხმება შედგება, პროექტის განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყება და მაქსიმუმ ორ წელიწადში დასრულდება ახალი მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა, სადაც განთავსდება ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური კლინიკები.


რადიო თავისუფლება




5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up