ონის ჰესების კასკადის მშენებლობა წლის ბოლომდე  დაიწყება

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

access_time2017-10-23 16:30:37

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის – ონის ჰესების კასკადის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე  დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ფერი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.  კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ სამშენებლო ნებართვას, სავარაუდოდ, სექტემბერში აიღებენ, მშენებლობა კი ოქტომბერში დაიწყებოდა. დღეს იორდანაშვილი აცხადებს, სამშენებლო სამუშოების დაწყება სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესის გაჭიანურებამ განაპირობა.

 

მისი განცხადებით,  ასევე მიმდინარეობს სახელმწიფოსგან და კერძო პირებისგან მიწების გამოსწყიდვის პროცესი. როგორც იორდანაშვილი განმარტავს, კომპანია „ფერი“ სამშენებლო ნებართვას ნოემბრის ბოლომდე მიიღებს, სამშენებლო სამუშოებს კი დეკემბერში დაიწყებს.

 

მისი განმარტებით, ზოგადად, ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულებულია სანებართვო პროცედურები.  „კითხვები ბევრია, გარემოს დაცვის კუთხით ახალი წესები და რეგულაციები გაჩნდა, დამატებით კვლევებს მოითხოვენ. რეალურად, კი სჯობს ნებართვები მარტივად გაიცემოდეს“-აცხადებს იორდანაშვილი.


კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

 


პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 




რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება
access_time2019-05-22 11:00:18
ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმე კვირაში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას დაასრულებს. ამის შესახებ კომერსანტს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ,  დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის.   „კომპანია „სისტრას“ კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი დაფარვის ზონები....


მსგავსი სიახლეები

up