OMP Petrom – „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით

OMP Petrom – „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით"

access_time2020-06-29 21:00:05

OMP Petrom - ი შავი ზღვის რეგიონში საქმიანობას აფართოებს, - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group - ში შემავალი OMP Petrom - ი ოფიციალურ ვებგვერდზე რელიზს ამ სათაურით აქვეყნებს. კომპანიამ 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში  გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება - მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა.

 

 

რელიზში მოყვანილია OMP Petrom - ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია ადასტურებს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებას შავი ზღვის რეგიონში. „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა," - განაცხადა პიტერ ცეილინგერმა.      

 


 

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რუმინეთის კონტინენტურ შელფზე კვლევა 1969 წელს დაიწყო. ნახშირწყალბადების პირველი მარაგი შელფზე აღმოაჩინეს 1980 წელს, ხოლო მოპოვება - 1987 წელს. ამჟამად OMV Petrom - ი, რომელიც სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, აწარმოებს საძიებო, განვითარებისა და წარმოების საქმიანობას წყალმარჩხ ადგილებში (ისტრიას ბლოკი) და ExxonMobil-თან თანამშრომლობით საძიებო სამუშაოებს ღრმაწყლოვან ზონებში (ნეპტუნის ღრმა წყლები).

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

 


თეგები:
OMP Petrom



„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up