ერთმა რეისმა დაგვაიმედა, მაგრამ ეს არ არის გაკოტრებისგან გადარჩენის შანსი

ერთმა რეისმა დაგვაიმედა, მაგრამ ეს არ არის გაკოტრებისგან გადარჩენის შანსი

access_time2020-10-12 13:30:07

„ალბათ პანდემია თუ ვინმემ ყველაზე მტკივნეულად გადაიტანა, ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით.  რეისები გაუქმდა, გაჩერდა ქუთაისის აეროპორტი და ჩვენი ბრუნვა ფაქტობრივად 99%-ით დაეცა, გარდა რაღაც ინდივიდუალური შეკვეთებისა, რაც ზღვაში წვეთია. ახლა დაპაუზებულია მუშაობა, 4 ოქტომბრიდან დავიწყეთ პირველი რეისი.  ქუთაისში ფრენების ეტაპობრივი აღდგენა იწყება, ოღონდ ძალიან ცოტა სიხშირით - კვირაში 1 ფრენა, რაც ბიზნესისთვის არაფერს ნიშნავს,“ - თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა კომპანია „ომნიბუსმა“ ერთი რეისის გამო განაახლა.


 „ომნიბუს ექსპრესი“ ესაა კომპანია , რომელსაც ომნიბუსებით(შატლებით) თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრები უკვე სამი წელია გადაჰყავს.  კომპანიამ სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა 2008 წელს ერთი ავტობუსით დაიწყო, თუმცა სხვა მიმართულებებით, იყო ტურისტული მიმართულებაც. რამდენიმე დღის წინ კი „ომნიბუსმა“ განაახლა მუშაობა, მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტს რიგის მიმართულებით ერთი რეისი  დაემატა. კომპანიის  40 ავტობუსიდან ახლა მხოლოდ ერთი მუშაობს.  

რეისების გაუქმების გამო, კომპანია ზარალზეა და „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ თუ ფრენები არ განახლდება, რამდენიმე თვეში 12 წლიანი საქმიანობის შემდეგ „ომნიბუსი“ დაიხურება.


„შარშან ამ პერიოდში თვის განმავლობაში 280 ფრენა იყო ქუთაისის აეროპორტიდან,  ახლა არის 4. მუშაობას ვიწყებთ მომავლის იმედით, რომ შემდეგ თვეში რამდენიმე რეისი კიდევ დაემატება, თუმცა ეს ცოტა ბრუნვაც წამგებიანია.



ერთადერთი შეღავათი რაც გვქონდა, ეს არის ის რომ ბანკებთან ურთიერთობები დავალაგეთ და მოხდა  კრედიტების გადავადება და ახლა თანხას არ ვიხდით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავუძლოთ სანამ შევძლებთ, თუმცა ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. თუ ახლა არ წამოგვეწია სამუშაოები, რამდენიმე თვეში ჩვენც საბოლოოდ გავჩერდებით.


ქუთაისის აეროპორტისთვის სტაბლურად ყოველდღე 8 ავტობუსი მუშაობდა. სულ 40 გვყავს სხვადასხვა მიმართულებით. აქედან ჯერ მხოლოდ ერთი იწყებს მოძრაობას.


თუ რეისები დაგვემატა, როგორც იგეგმება ოქტომბერი-ნოემბრიდან, მერე ალბათ შეიძლება დატვირთვის 10%-მდე მაინც ავიდეთ,“  ამბობს კომპანია „ომნიბუსის“ დირექტორი, ირაკლი კაბულაშვილი.


ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა „ომნიბუს ექსპრესმა“  2018 წლიდან დაიწყო. „ომნიბუსის“  მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ  შემომყვანი ტურისტული კომპანიები, არამედ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, დელეგაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ომნიბუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up