ომის მიუხედავად, უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება

ომის მიუხედავად, უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება

access_time2021-06-21 19:00:54

 ბოლო პერიოდში, ყველასთვის მოულოდნელად, უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკურმა თანამშრომლობამ ისევ ზრდა დაიწყო. თანაც, ამა წლის პირველი კვარტლის ბოლოს ექსპორტი უკრაინიდან რუსეთში 24,8%-ით ($267 მლნ), ხოლო იმპორტი რუსეთიდან  - 3,5%-ით, 1,2 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

 

საბოლოო ჯამში, 2021 წლის პირველი 4 თვის მანძილზე უკრაინის იმპორტმა რუსეთიდან $1,6 მლრდ, ხოლო ექსპორტმა $915 მლნ შეადგინა, შესაბამისად, უარყოფითი ბალანსი $721 მლნ–ს შეადგენს.

 

ეს ტენდენცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხების კურატორს დმიტრი კოზაკს ძალიან მოსწონს - განსაკუთრებით კი მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ვაჭრობის რეალური მასშტაბები განვლილი პერიოდში $2,4 მლრდ–ს შეადგენს, რაც უკრაინულ სტატისტიკას $400 მლნ-ით აღემატება.

 

„პოროშენკოს და შემდეგ კი ზელენსკის მიერ შემოღებული სანქციების მიუხედავად, თანამშრომლობა ღრმავდება და რუსეთის ექსპორტი უკრაინაში 2019 წელთან შედარებით არათუ შემცირდა, არამედ 1,5%-ით გაიზარდა“, - ვერ მალავს კმაყოფილებას დმიტრი კოზაკი.

 

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში რუსული სტატისტიკა უფრო სანდოა, რადგანაც უკრაინულ საბაჟოზე კონტრაბანდის პრობლემა დღესაც სერიოზულად დგას. ამდენად, როგორ ჩანს, რუსეთმა უკრაინის სავაჭრო პარტნიორებს შორის პოზიციები არათუ დათმო, არამდე გაიუმჯობესა - მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

 

რით ვაჭრობენ ერთმანეთთან რუსეთი და უკრაინა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარი საქონელი ენერგორესურებია - სწორედ მათზე მოდის რუსეთის დადებითი სავაჭრო ბალანსის დიდი ნაწილი და ეს რეალობა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

 


თუმცა, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მხოლოდ ნავთობით და გაზით არ შემოიფარგლება - რუსეთი უკრაინაში სხვადასხვა ბურღულეულების მთავარი მიმწოდებელია. მაგალითად, წიწიბურის ექსპორტი 46%  - ანუ, $3,2 მლნ სწორედ რუსეთზე მოდის.

 

რუსეთს უკრაინაში ასევე მრავალი დასახელების ქიმიური პროდუქცია შეაქვს - ცარცი, კალციუმის ფოსფატი, გრანიტი, ბაზალტი, აზბესტი, ამიაკი. რუსეთზე ასევე მოდის უკრაინაში რეალიზებადი ლაქების 32%, სამუხრუჭე სითხეების 17%, ცელულოზის 67%, საგაზეთო ქაღალდის 92,5%, წიგნების 36%.

 

რუსეთი ასევე შედის უკრაინული პროდუქციის უმსხვილეს მყიდველთა სამეულში - თუმცა, საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი მკვეთრად შეიცვალა - 2014 წლამდე უკრაინა რუსეთში დიდი რაოდენობით ყველს, კარაქს, საკონდიტრო პროდუქციას, კონსერვებს, ბოსტნეულს და კვების სხვა პროდუქტებს ყიდდა.

 

დღეს ამ ექსპორტისგან თითქმის არაფერია დარჩენილი - აგრარული პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალიდან მხოლოდ რამდენიმე მიმართულება დარჩა. მაგალითად, ბულგარული წიწაკა,  რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება  - 2021 წლის 4 თვის მანძილზე მხოლოდ 30 000 დოლარის. შესაბამისად, დღეს უკვე არა უკრაინა ყიდის რუსეთში სასურსათო საქონელს, როგორც ეს ადრე იყო, არამედ პირიქით - რუსეთი უკრაინაში.

 

გარდა ამის, უკრაინა რუსეთში ისეთ საქონელს აგზავნის, როგორცაა თამბაქოს ნაწარმი (ექსპორტის 35%), გოგირდი (42%), კვარცი (35%), მანგანუმი (14%), ტიტანი (16%), მედიკამენტები (21%).

 

უკრაინა ასევე რუსეთში სამშენებლო მასალებს ყიდის - ლაქ–საღებავებს, ფითხი, ასევე კოსმეტიკას, შესაფუთ მასალებს, ქსოვილებს, ძაფებს, ტანსაცმელს, ხალიჩებს და ა.შ.

 

რუსეთი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მყიდველი - საუბარი საქონელზე, რომელის არასაკმარისად თანამედროვეა ევროპისთვის, მაგრამ მისაღებია რუსეთისთვის - მიკროსკოპები, ავტომატური რეგულირების დანადგარები, სტომატოლოგიური აღჭურვილობა, აზომვითი ხელსაწყოები, რენტგენის აპარატები, ატომური რეაქტორები, ქვაბები და ა.შ.

 

თუმცა, რუსეთში უკრაინული ექსპორტის ყველაზე მსხვილი საქონელია შავი ლითონები - ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 50%-ით, თითქმის $148 მლნ–მდე გაიზარდა.

 

 

წყარო: strana.ua





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up