ომის გავლენა სურსათის ბაზარზე: მოლოდინები

ომის გავლენა სურსათის ბაზარზე: მოლოდინები

access_time2022-05-15 10:25:22

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თვეზე მეტი გავიდა. ეს ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევაცაა, რადგან უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზრისთვის მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან.

2021 წელს უკრაინამ ხორბლის რეკორდული მოსავალი – 33 მილიონი ტონა მიიღო, რითაც მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილზეა. გასული წლის მონაცემებით, უკრაინა ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბალი მსოფლიო ბაზრის 11%-ს შეადგენდა. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ხორბლის 2021 წლის მოსავლიდან ექსპორტისთვის ჯამურად 24 მილიონი ტონა იყო განკუთვნილი, თუმცა, უკრაინის უდიდესი პორტების – მარიუპოლისა და ოდესის ბლოკირებისა და მოგვიანებით უკრაინის მთავრობის მიერ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების გამო, ეს რიცხვი 20 მილიონ ტონამდე შემცირდა

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის წილი სიმინდისა და მცენარეული ზეთის ექსპორტში. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინის სიმინდის მოსავალმა 41 მილიონ ტონას მიაღწია, რომლის 80%-ზე მეტიც ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. უკრაინა სიმინდის მოცულობით მსოფლიო ბაზარზე მეოთხე ქვეყანაა. გარდა ამისა, ის მზესუმზირას ზეთის ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია. უკრაინაზე მზესუმზირას ზეთის მსოფლიო წარმოების 29% (6.45 მილიონი ტონა), ხოლო მსოფლიო ექსპორტის 46% მოდის

რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყება ხორბლისა და მზესუმზირას თესვის სეზონს – გვიან თებერვალსა და მარტს დაემთხვა. ხორბლის ძირითადი მწარმოებლები უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონებია, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსული არმია ფერმების მარცვლეულის მარაგებსა და ტექნიკას მიზანმიმართულად ანადგურებს, ნაღმავს სახნავ-სათეს მიწებს. უკრაინის აღმოსავლეთში ფაქტობრივად დაიკარგა 2021 წლის შემოდგომაზე დათესილი ხორბლის მოსავლის 40%. სირთულეების მიუხედავად, უკრაინის შედარებით უსაფრთხო სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში საგაზაფხულო თესვა მაინც დაიწყო, თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, სხვადასხვა კულტურის, მათ შორის, ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას საგაზაფხულო ნათესების ფართობი, გასულ წელთან შედარებით, შეიძლება, განახევრდეს. მიმდინარე წელს უკრაინიდან სიმინდის ექსპორტის 17 მილიონ ტონამდე, ხოლო მზესუმზირას ზეთის 3.4 მილიონ ტონამდე შემცირებას ვარაუდობენ.


რუსეთი ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. გასულ წელს რუსეთმა 75 მილიონი ტონა ხორბალი მოიყვანა, ხოლო ხორბლის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ქვეყნად რჩება. რუსული ხორბალი მსოფლიო ბაზრის 18%-ს შეადგენს. უკრაინის შემდეგ რუსეთი მზესუმზირას ზეთის წარმოებით მეორე ადგილზეა და მასზე მსოფლიო ექსპორტის 21%-ს მოდის. რაც შეეხება სიმინდს, რუსეთის წილი ამ მხრივ შედარებით მოკრძალებულია. 2021 წელს რუსეთში სულ 15 მილიონი ტონა სიმინდი მოიყვანეს, ხოლო სიმინდის მსოფლიო ექსპორტში რუსეთის წილი 3%-ს არ აღემატება. ეკონომიკურად იზოლირებული რუსეთი მსოფლიო ბაზრისთვის საკმაოდ არასანდო მომწოდებელია. 

მართალია, რუსეთიდან უშუალოდ საკვებ პროდუქტებზე ერთიანი სანქციები არ ამოქმედებულა, თუმცა, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ირიბი გავლენები მთელ რუსულ ეკონომიკაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზეც ექნება. რუსეთიდან ექსპორტის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აზოვისა და შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვის გაძვირებაა, თუმცა, ამ ეტაპზე რუსული მარცვლეული, მათ შორის, ხორბალიც, ქვეყნის ყველაზე მსხვილ კლიენტებს (თურქეთი, ეგვიპტე, ირანი, ჩინეთი და ა.შ.) კვლავ მიეწოდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირას მარცვლის ექსპორტი აკრძალა, ხოლო 15 აპრილიდან მზესუმზირას ზეთის ექსპორტზე კვოტები დაწესდა. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის – დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთმა „არამეგობრულ“ ქვეყნებთან შესაძლოა, სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობაც შეზღუდოს. საკვები პროდუქტების ექსპორტით მიღებული შემოსავლების წილი არცთუ დიდია. მაგალითად, ხორბლის წილი რუსეთის ექსპორტში 3.05%-ია, ხოლო მცენარეული ზეთის – 0.75%. რუსეთიდან საკვების ექსპორტის სანქცირებაზე ამ ეტაპზე დასავლეთს განცხადებები არ გაუკეთებია და ახლო მომავალში მსგავსი ზომების მიღება ნაკლებად სავარაუდოა. 

ექსპერტების შეფასებით, სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, შენარჩუნდება და რუსეთ-უკრაინის ომი ამ პროცესს კიდევ უფრო გაამწვავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე უკრაინული ხორბლის დეფიციტი 2022 წელს, შესაძლოა, ავსტრალიამ შეავსოს, სადაც ხორბლის რეკორდულ მოსავალს პროგნოზირებენ. უკრაინის სიმინდის 2022 წლის შემოდგომის მოსავალი ექსპორტზე მხოლოდ 2023 წელს გაიყიდებოდა, რაც სიმინდის სხვა მწარმოებლებს მოსალოდნელი დეფიციტის გათვალისწინებისა და მიმდინარე გაზაფხულზე სიმინდის დიდი რაოდენობით დათესვისთვის საკმარის დროს აძლევს. ყველაზე რთული ბაზარზე უკრაინული ზეთის ჩანაცვლება იქნება, რამდენადაც მზესუმზირას ზეთის ალტერნატივებზე ფასები უკვე საკმაოდ მაღალია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდა მოსალოდნელი დეფიციტებისა, საკვებზე ფასის ზრდას ნავთობპროდუქტების გაძვირებაც განაპირობებს. რუსული ენერგორესურსების სანქცირება ამ მხრივ დამატებით წნეხს წარმოშობს.

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up