ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

access_time2022-05-15 15:00:03

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეკონომიკური ფასი დიდი იქნება არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ომით გამოწვეული დანაკარგების ზუსტი პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია, რადგან ყველაფერი სამხედრო კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მასშტაბებზეა დამოკიდებული.

ეკონომიკური ზრდის შენელება, ინფლაციის ზრდის ტენდენციის გაგრძელება, სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა – ასე გამოიყურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმდინარე წლის ტენდენციებთან დაკავშირებული ზოგადი მოლოდინები. 

2022 და 2023 წლების გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ომის დაწყების შემდეგ შესაბამისად 0.8%-ითა და 0.2%-ით შემცირდა. პანდემიისას დაწყებული ინფლაციის ზრდა ომის შედეგად მხოლოდ გახანგრძლივდება და 2022 წელს განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ 5.7%-ს, ხოლო განვითარებად ეკონომიკებში 8%-ს გადააჭარბებსსაერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის ანგარიშის თანახმად, ომით განპირობებული ეკონომიკური სირთულეები, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ,  ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე იქონიებს გავლენას, თუმცა, გლობალური პროცესები ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, ომის გავლენით ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1.1%-ით შემცირდება, ხოლო ინფლაციის დონე 5%-ს გადააჭარბებს. 7.7%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი აშშ-ში, რის გამოც ფედერალური სარეზერვო სისტემა პოლიტიკას გაამკაცრებს, შედეგად სესხებზე ფასები გლობალურად გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის აპრილის პროგნოზების მიხედვით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 45%-ით შემცირდება, ომის გახანგრძლივების შემთხვევაში უკრაინაში სიღარიბის დონემ შესაძლოა, 30%-ს მიაღწიოს. ღრმა რეცესიას ვარაუდობენ რუსეთის ეკონომიკისთვისაც. აპრილის მდგომარეობისა და დასავლური სანქციების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკი რუსეთის 2022 წლის მშპ-ის 11%-იან ვარდნას ვარაუდობს, რის გამოც რუსეთში 2022 წელს 3 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება. 15 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელმა 17.6%-ს უკვე მიაღწია, წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი შესაძლოა, 22.6%-მდე გაიზარდოს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ეკონომიკის დანაკარგები დამატებითი სანქციების დაწესების შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს. 

რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ომის დაწყებამდე მსოფლიო ბანკი რეგიონის ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, ომის გამო რეგიონის ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდებამსოფლიო ბანკის აპრილის პროგნოზის მიხედვით, გამონაკლისი არც საქართველო იქნება და, 2022 წელს 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, მშპ-ის ზრდა შესაძლოა, 2.5%-მდე შემცირდეს


საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა რუსეთზე ვაჭრობით, ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით დამოკიდებულებაა. რუსეთისგან მიღებული შემოსავლები 2021 წელს საქართველოს მშპ-ის 6.7%-ს ($1.3 მილიარდი) შეადგენდა

ჯერ კიდევ უცნობია, რა დაუჯდება საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა, 2022 წლის მარტის მონაცემები არც ისე პესიმისტურია. მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც TBC კაპიტალის 5.5%-იანი წლიური ზრდის პროგნოზით გათვალისწინებულზე ოდნავ მეტიასაქსტატის მონაცემებით, მარტში ექსპორტიდან საქართველოს შემოსავლები $411,4 მილიონი იყო, რაც გასული წლის მარტის მონაცემებს $85 მილიონით აღემატება. 2022 წლის მარტში გაიზარდა ფულადი გზავნილებისა და ტურისტების მიერ დახარჯული თანხების მოცულობაც. TBC კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მარტში რუსი და ბელარუსი მოგზაურების მოსალოდნელზე დიდი ნაკადი მიიღო, რაც ტურიზმის სექტორზე ომის ნეგატიურ გავლენას დააბალანსებს

ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფლაცია იქნება. ეროვნული ბანკის მიხედვით, მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 11.8%, ხოლო აპრილში 12.8% იყო, რაც საერთაშორისო ფაქტორებითაცაა განპირობებული. ომის შედეგად მსოფლიო ბაზარზე სურსათსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, წლის განმავლობაში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირება ნაკლებად სავარაუდოა.


წყარო: businessfeed.ge




თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....


მსგავსი სიახლეები

up