ომის დაწყების შემდეგ  უკრაინული ბორშჩი 21%-ით გაძვირდა

ომის დაწყების შემდეგ უკრაინული ბორშჩი 21%-ით გაძვირდა

access_time2023-01-19 23:00:39

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დასაწყისიდან 2023 წლის 13 იანვრამდე ოთხ ადამიანზე გათვლილი ბორშის ღირებულება  21,2%-ით  გაძვირდა - ამის შესახებ ინფრომაციას გამოცემა interfax ავრცელებს. 



უკრაინის ეფექტური რეგულირების ოფისმა ბორშჩის ინდექსის“ გაანგარიშებისას საკვები პროდუქტების საშუალო თვიურ ფასებზე უკრაინის ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა გამოიყენა, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა და აქტიური საომარი მოქმედებების დასახლებათა მონაცემები გათვალისწინებული არ არის. 




BRDO-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ბორშჩის ინგრედიენტებიდან ყველაზე მეტად, 63,7%-ით ღორის ხორცი გაძვირდა და კგ-ზე 4,55 დოლარი შეადგინა. ღორის ხორცს  მოსდევს არაჟაინ, რომლის ფასმაც 32% მოიმატა და 100 გრამზე 1.10 დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი სტაფილოა, რომელის ფასმა 26.5% ით მოიმატა და კილოგრამზე 0,70 დოლარი შეადგინა.




ხორცპროდუქტების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეულია ცხოველთა საკვების ღირებულებით, პირუტყვის შემცირებით და ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემებით, რაც უმწარმოებლების უნარზე, შეინახონ როგორც ნედლეული, ასევე მზა პროდუქცია არყოფითად მოქმედებს.



BRDO-მ განმარტა, რომ „ბორშის ინდექსის“ გაანგარიშებისას მათ იხელმძღვანელეს ოთხ ადამიანისთვის განკუთვნილი კერძით , რომლისთვისაც საჭიროა 400 გრამი ღორის ხორცი და ჭარხალი, 500 გრამი კარტოფილი და კომბოსტო, 150 გრამი სტაფილო და 100 გრამი არაჟანი.







ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up