მსოფლიოს მაშტაბით, შაბათ-კვირას დაგეგმილი 6 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ათასობით კი გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონია“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მედიის ცნობით, Lufthansa-ს, Delta-ს, United Airlines-ის, JetBlue-ს, Alaska Airlines-ისა და მრავალი სხვა ავიაკომპანიის ათობით პილოტს, ბორტგამცილებელსა თუ სხვა თანამშრომელს კორონავირუსი აქვს ან კარანტინი უწევს.
ყველაზე მეტი ფრენა ჩინურმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს.
imedinews.ge