„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 - რამდენად საშიშია ის?

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 - რამდენად საშიშია ის?

access_time2022-07-02 13:00:00

„ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5, შესაძლოა, მალე კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. რამდენად საშიშია შექმნილი სიტუაცია? ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.


კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს. გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე - „დელტა“ ვარიანტი. აღნიშნული დაწესებულება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.


„BA.4 და BA.5 ქვეტიპების ზრდა ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფად ფიქსირდება“ - განაცხადეს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში 9 ივნისს. აღნიშნულ დაწესებულებაში ასკვნიან, რომ „ომიკრონის“ ეს ორი ახალი ქვეტიპი მალე შეიძლება დაავადებულთა უმრავლესობაზე იყოს პასუხისმგებელი. ახალი ინფექციების 10%-ი უკვე BA.5-ით არის გამოწვეული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე - ივნისის დასაწყისში დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი.


BA.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა



მაისის დასაწყისში, BA.5 ქვეტიპმა შეშფოთება გამოიწვია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ტალღა, წინასთან შედარებით, უფრო მცირე იყო და ახლა უკვე კლებაც დაიწყო. თუმცა პორტუგალიაში დაფიქსირებული ახალი კოროვირუსული ინფექციების 80%-ზე მეტი BA.5-ის ქვეტიპით არის გამოწვეული. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე უცნობი ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები მას ვერ აფიქსირებენ და შესაბამისად, უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე მაგალითად, „დელტას“ შემთხვევაში.


იცავს თუ არა ბუსტერ დოზა „ომიკრონის“ ამ ქვეტიპისგან?


კორონავირუსის ვაქცინის დაცვითი ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება, რადგან ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს. იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპისგან ოპტიმალური დაცვა ზემოთ ხსენებულ არცერთ კატეგორიას არ აქვს და შესაძლოა, ეს ადამიანები ხელახლა დაინფიცირდნენ. BA.5 უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში - მაგალითად, პორტუგალიაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა.


ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ისინი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულებს ინარჩუნებენ, თუნდაც დაცვის ხარისხი სტაბილურად მაღალი არ იყოს. სპეციალისტების შეფასებით, ზოგადი იმუნიტეტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე - პანდემიის დასაწყისში. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს რისკ- ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, კიდევ ერთი ბუსტერ დოზა გაიკეთონ, რათა ანტისხეულების დონე განაახლონ.


შემუშავებული ვაქცინები ფოკუსირებულია სპაიკ-ცილის იმ ვარიანტზე, რომელიც აქტიური იყო პანდემიის დასაწყისში. თუმცა მას შემდეგ ვირუსი შეიცვალა: აცრის შემდეგ ნაკლები ანტისხეული წარმოიქმნება და მათი გვერდის ავლა ვირუსისთვის უფრო ადვილი გახდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ვარიანტები, მათ შორის - BA.5, ნაკლებად საშიშია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეტიპს ზედა სასუნთქ გზებზე ძალიან სწრაფი და ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს, სამაგიეროდ, ფილტვის უჯრედები უფრო იშვიათად ზიანდება და შესაბამისად, ნაკლები ადამიანი იღუპება. ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიები ფილტვებს გაცილებით ძლიერად აზიანებდა, რაც მეტ ლეტალურ შედეგს იწვევდა.


„ომიკრონით“ ინფიცირების გრძელვადიანი შედეგები უცნობია


„ომიკრონით“ ინფიცირებასა და პირველი სიმპტომების გამოვლენას შორის შუალედი (დაახლოებით, სამი დღე) უფრო ხანმოკლეა, ვიდრე - „დელტა“ შტამის შემთხვევაში. ამჟამინდელი ვაქცინების „ომიკრონისგან“ დაცვა ოპტიმალური არ არის, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობა თავიდან იქნება აცილებული. ამისთვის კი, სავარაუდოდ, საბაზისო იმუნიზაცია საკმარისია. ბუსტერ დოზა მეტი რაოდენობის ანტისხეულების ხელახლა გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს.


მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევაში, „დელტასთან“ შედარებით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად შეიძლება მძიმე სიმპტომებიც გამოვლინდეს. რაც მთავარია, ჯერჯერობით უცნობია, „ომიკრონით“ ან მისი ქვეტიპებით ინფიცირებამ რა სახის გრძელვადიან შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up