ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

access_time2021-06-15 19:18:56

საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

 

სახალხო დამცველს მომართეს „ბოლტის“ კურიერებმა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციის გამართვისა პროფკავშირის შექმნის გამო, კომპანიამ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა - შეუზღუდა აპლიკაციაზე წვდომა.

 

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში „ბოლტი“ აღნიშნავდა, რომ კომპანიასა და განმცხადებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც ხელი შეუშალეს „Bolt Food“-ის და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას.

 


წინამდებარე გადაწყვეტილებით სახალხო დამცველს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა შრომითი ურთიერთობა კომპანიასა და კურიერებს შორის და ამ ურთიერთობის შეწყვეტა კურიერების პროტესტით ხომ არ იყო განპირობებული.

 

საერთაშორისო ინსტიტუტების და სხვადასხვა იურისდიქციების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის „ბოლტის“ კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

 

რაც შეეხება კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვას, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა.

 

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ბოლტს“ მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა; რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც, პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა“.


„ბოლტის“ კურიერებმა კომპანიის მხრიდან საკომისიო გადასახადის შემცირება 23 მარტს გაფიცვით გააპროტესტეს. კომპანიამ კი გაფიცულ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა 24 მარტიდან შეუწყვიტა. ამის შემდეგ უმუშევრად დარჩენილმა კურიერებმა დავა სამართლებრივ ჭრილში გადაიტანეს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up