ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

access_time2019-11-16 10:30:45

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაიშუროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად- ამის შესახებ განცახდებას ნინო ლომჯარია ავრცელებს. 


ომბუდსმენი მათ მოუწოდებს გამოიყენონ ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.


„2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.


დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქის უფლებები და მოხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.


გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი, ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.



აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა.


უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისთვის, რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი ახალგორში უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველა ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.


გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები"- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც.


15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.



Imedinews 

თეგები:
ომბუდსმენი



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up