ომბუდსმენი: 2018 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას 35 ადამიანი დაიღუპა

ომბუდსმენი: 2018 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას 35 ადამიანი დაიღუპა

access_time2018-12-07 19:31:14

2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი, - ამის შესახებ ომბუდსმენმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.



„2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება
ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე“ - თქვა ლომჯარიამ.



ომბუდსმენის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად
და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ
ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ.




ნინო ლომჯარია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირებას, რომელიც ზემოაღნიშნულ
ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა.



სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას.



imedinews.ge




თეგები:
ომბუდსმენი



„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

“მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ

 “მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ
access_time2019-05-21 18:30:10
„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ეს სიტყვები საქართველოში ვიზტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა. ფაქტია, სასამართლო სისტემაში არსებეულ ხარვეზებზე, გამოწვევებისა და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე...

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ
access_time2019-05-21 19:30:46
„ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ“ – Forbes-ისთვის გამოქვეყნებულ ანალიზში ენერგეტიკის ექსპერტი არიელ კოენი მიმოიხილავს ირან-აშშ-ს შორის მიმდინარე პროცესებს,  როგორ და რამდენ ხანში აისახება ეს დაძაბულობა  ნავთობის ღირებულებაზე მსოფლიო ბაზარზე.   პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლო ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ  მას ომი არ სურს.  ამასობაში ირანი...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...


მსგავსი სიახლეები

up