ომანის ყურეში ტანკერების აფეთქება - ძირითადი ფაქტები

ომანის ყურეში ტანკერების აფეთქება - ძირითადი ფაქტები

access_time2019-06-14 19:00:29

ომანის ყურეში,ირანის სანაპიროსთან, აფეთქების შედეგად ორი ტანკერი - Front Altair-მა და Kokuka Courageous-მა მნიშვნელოვნად დაზიანდა..ომანის მთავრობის ინფორმაციით, გემებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, თუმცა არ დაზუსტდა ვისი მხრიდან.


პირველი ტანკერი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ, მეორე კი პანამის მიმართულებით გადაადგილდებოდა.ორივე გემის ეკიპაჟი ევაკუირებულ იყო. მათ შორის  საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ირანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავებას ცდილობს. მისი თქმით, ამას ადასტურებს ამერიკული დაზვერვის მონაცემები - კერძოდ, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ირანელ სამხედროებს Kokuka Courageous-ს ბორტიდან აუფეთქებელი ნაღმები გააქვთ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა უარყო ბრალდებები.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ნავთობი 3-5%-ით გაძვირდა.


Kokuka Courageous-ის მფლობელი კომპანია Kokuka Sangyo-ს პრეზიდენტმა იუტაკა კატადამ განაცხადა, რომ ტანკერი არტილერიული შეტევის ობიექტი გახდა.მისი თქმით, შეტევა განხორციელდა 2-ჯერ, 3-საათიანი ინტერვალით. მეორე აფეთქების შემდეგ , ხომალდის კაპიტანმა ეკიპაჟის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო.



ინციდენტის შემდეგ, აშშ-მ ომანის ყურეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Mason-ი გააგზავნა, მეორე ხომალდი - Bainbridge კი, უკვე ტანკერებზე თავდასხმის ადგილთან ახლოს იმყოფება.


ამერიკის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში მორიგი კონფლიქტის გაჩაღების სურვილი არ აქვთ, თუმცა, ამერიკა დაიცავს თავის ინტერესებს და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას.
აშშ-ის ეჭვებს ირანთან დაკავშირებით ამყარებს ისიც, რომ თეირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანული ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე აკრძალვის შემთხვევაში, ქვეყანა იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორიის მახლობლად შეაფერხოს სხვა სახელმწიფოების ტანკერების გადაადგილება .


rbc





“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up