ომალოს მუსიკალური ფესტივალი „აქთუშეთი 2020“ ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება

ომალოს მუსიკალური ფესტივალი „აქთუშეთი 2020“ ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება

access_time2020-06-20 10:00:02

„აქთუშეთი“ - ესაა თანამედროვე მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2017 წლიდან თუშეთის მაღალმთიან რაიონში, ომალოში ტარდება.  ფესტივალში უცხოელი არტისტები მონაწილეობენ , ხოლო ორგანიზატორები დასწრების მსურველებს ომალოში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ. ფესტივალი თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრშია, თუმცა Covid 19-ის გამო 2020 წლის „აქთუშეთი“ ონლაინ რეჟიმში Mutant Radio-სთან პარტნიორობით ჩატარდება.


„კომერსანტი“ საფესტივალო სივრცისა და ხელოვანებისთვის არტ-რეზიდენციის შექმნის იდეის ავტორს ალექსანდრე ზათიაშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრების შემდეგ ომალოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობამ იმატა, ფესტივალის იდეა კი ადგილობრივებისთვის შემოსავლის გაზრდას გულისხმობს.


ფესტივალი 7 -დან 25 სექტემბრამდე შუალედში ჩატარდება.


„წელს ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ ონლაინ-ფესტივალი. Mutant Radio ქართული რადიოა, სადაც სოციალურ ქსელში მუსიკალური გემოვნებიანი ლაივები გადის. გეგმა გვაქვს ასეთი, რომ რამდნეიმე ეტაპად ამოვიყვანოთ მუსიკოსები და გავიდეთ ბუნების წიაღში- ომალოში. მუსიკოსი უკრავს, ჩვენ ვიღებთ რომლის პირდაპირი ეთერიც გადის რადიოსა და ჩვენს გვერდზე. ფესტივალი 7 სეტემბრიდან 25 სექტემბრამდე შუალედში. ველდოებით საზღვრების გახსნას, მოგვიანებით არტისტების ვინაობა და ფორმატი ცნობილი გახდება. არტისტების ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებულია, თუმცა ჯერ არ დავაანონსებთ,“ - განმარტა ალექსანდრე ზათიშვილმა.


ომალოს საფესტივალო სივრცეს ძნელად მისასვლელი ექსტრემალური გზის გამო 1000-ამდე ადამიანი სტუმრობს. იდეის ავტორების მიზანიდგილობრივებისთვის შემოსავლების მობილიზებაა. „აქთუშეთის“ ძირითადი საქმიანობაა არტ-რეზიდენცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არტისტების მოზიდვას , სხვადასხვა ვორკშოპების ჩატარებას გულისხმობს.



„თუშეთში ამოსასვლელი გზა საკმაოდ სახიფათოა, ამიტომაც გვყავს მძღოლები, რომლებმაც იციან ეს გზა და მანქანა წესრიგში ჰყავთ. ჩვენ ვერიდებით დიდ რეკლამას იმიტომ, რომ რეალურად ბევრი ხალხი რომ ამოვიდეს, არ არის ამის რესურსი.


ამ ფესტივალის იდეა იყო, რომ დაგვეგენერირებინა შემოსავალი ადგილობრივებისთვის. ზოგი ხალხის ტრანპორტირებას უზრუნველყოფს ზოგს საცხენოსნო ტურები აქვს. ჩვენს ირგვლივ განვითარდა ინფრასტრუქტურა, კაფეები, კვების ობიექტები და ასე შემდეგ.  ამის გარდა ჩვენ ვცდილბთ, რომ პროდუქცია ადგილობრივებისგან შევიძინოთ.  ეს ფესტივალი ფინანსურად წამგებიანია, არანაირი მოგება არ შემოაქვს.


ფესტივალი არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა,  გვაქვს „არტ რეზიდენსი“,  სადაც ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან არტისტები, რომლებიც წარმოადგენენ გეგმებს, ხდება მათი საგულდაგულოდ შერჩევა. ეს არტისტები ჩამოდიან თუშეთში, ცხოვრობენ ჩვენთან, მუშაობენ კერამიკულ ნამუშევრებზე, მისდევენ მუსიკას, ტარდება ვორკშოპები. ნამუშევრები ინახება ჩვენს კოლექციაში.


ფესტივალის მთავარი მიზანია თანამედროვე კულტურის გაცნობა ადგილობრივებისთვის, ხოლო ჩამოსული არტისტები ქართულ ტრადიციულ კულტურას ეცნობიან. თავიდან ამ ყველაფრისთვის ჩვენს რესურსებს ვიყენებდით. აღსანიშნავია, რომ არტისტების უმეტესობა ჰონორარის გარეშე ჩამოდის, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი ტრანსპორტირების და ცხოვრების ხარჯებს. გასულ წელს  Creative Georgia-სგან 10 000 ლარის მოცულობის დაფინანსება მივიღეთ,“ - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა.

 


„აქთუშეთი“ს გუნდი  ყოველწლიურად  სხვადასხვა ვორქშოფს ატარებს, როგორებიცაა ფოტოგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის ვოქშოფები. 2020 წლის ვორქშფების ჩატარების განრიგი 1 ივლისს გახდება ცნობილი. ვორქშოფს ჩაატარებენ ბერლინიდან და გენტიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს ღონისძიებების დაგეგმვაზე, პროდიუსინგსა და სხვა საინტერესო თემებზე.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
აქთუშეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up