ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება

ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება

access_time2022-11-23 09:03:36

ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.


ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა დაფუძნებულია დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც პარტნიორები მიაღწევენ



 „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მკაფიო კრიტერიუმებს და სტანდარტებს და დაფუძნებულია თითოეული ქვეყნის დამსახურების პრინციპზე, რჩება ჩვენს გეოსტრატეგიულ ინტერესებში. ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მათ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება. ევროპამ ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ომის დაწყების შემდეგ, თუმცა, ჩვენი გაფართოების პოლიტიკის მეთოდოლოგიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი რეგიონების მიმართ კვლავაც დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე. დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიაღწევენ. ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ მეტი ჩართულობაა საჭირო“, – განაცხადა ვარჰეიმ.


1tv.ge




უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-07 16:47:23
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს.   სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:   საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში....


მსგავსი სიახლეები

up