ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

access_time2021-08-04 19:00:31

როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.

 

ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.

 

პარალელურად ჯანდაცვის სისტემა ახალი პაციენტების მოზღვავებასთან გამკლავებას ცდილობს - მათ შორის 75% დელტა-შტამითაა დაავადებული.

 

ის მოსახლეობას მოუწოდებს არ იარონ სტადიონებზე და სპორტულ არენებზე,  ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და ოლიმპიურ თამაშებს თვალი ტელევიზორით ადევნონ. მთავრობამ ასევე ახალი რეგულაციები შემოიღო - რესტორნებში ალკოჰოლი მხოლოდ 19.00-მდე იყიდება, ხოლო მუშაობა 20.00-მდე გრძელდება.

 


თუმცა, ეს იაპონიაა - აქ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ლოქდაუნს არ ნიშნავს და იძულებას არ ითვალისწინებს - ამას ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს.

 

იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიურ სოფელში 259 დაავადებული გამოვლინდა, პრემიერ-მინისტრი არ თვლის, რომ ტოკიოში პანდემიის ტალღა ოლიმპიადამ გამოიწვია. მაგრამ ამგვარი ოპტიმიზმი ნაკლებად სანდოა - ათასობით პოლიციელი და მოხალისე ოლიმპიადაზე მთელი იაპონიიდან ჩამოვიდა და მალე ისინი სახლებში დაბრუნდებიან. მათ შორის ბევრი ვირუსის მატარებელი იქნება.

 

ორი ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებებიდან მოიხსნა იმის გამო, რომ  მათ ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია - ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ოლიმპიურ სოფელში თითქმის არავინ იცავს, მათ შორის ისეთ ელემენტარულს, როგორც პირბადის ტარება.

 

იაპონელთა უმრავლესობა ოლიმპიადის ჩატარების წინაამღდეგი იყო, თუმცა, მთავრობამ ჩათვალა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში არც თუ ისე მძიმეა და მოსახლეობის უმრავლესობამ ეს როგორც გარკვეული სიგნალი მიიღო - მოსახლეობა მდგომარეობის მთელ სირთულეს სათანადოდ ვერ აფასებენ.

 

ვაქცინაცია იაპონიაში საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით - აცრის სრული ციკლი იაპონელთა მხოლოდ მეოთხედმა გაიარა. ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დეფიციტი, რომელიც გამოიწვია მთავრობის არაოგრანიზებულობამ და შეკვეთების შეფერხებებით შესრულებამ.

 

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ დისციპლინით გამორჩეული იაპონელები, ამ შემთხვევაში საკმაოდ დაბალორგანიზებულობას ავლენენ - იაპონელთა დიდი ნაწილი მთავრობის მითითებებს არ ასრულებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ არ ღირს იმ მთავრობის მოსმენა, რომელმაც პანდემიის დროს 20-მილიონიან ქალაქში ოლიმპიადის ჩატარება გადაწყვიტა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up