ოლიგარქია vs პრორუსული ძალები - ორხელისუფლებიანობა მოლდოვაში

ოლიგარქია vs პრორუსული ძალები - ორხელისუფლებიანობა მოლდოვაში

access_time2019-06-10 20:00:15



მოლდოვა  მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფაზაში შევიდა- პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელძმღვანებლობით და პროდასავლურმა ბლოკმა ACUM -მა ერთიანი ძალებით შეუტიეს ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ვლადიმერ პლახოტნიუკის მიერ კონტროლირებად დემოკრატიულ პარტიას, რომელიც  ქვეყანაში   მთელს ძალაუფლებასფლობს.


ოლიგარქის პარტია  მათ წინააღმდეგობას უწევს, ადანაშაულებს პრეზიდენტს კრემლთან თანამშრომლობაში, მოითხოვს მის გადაყენებას და პარლამენტის დაშლას.


პარლამენტი, სადაც სოციალისტები და ACUM  გეგმავენ ანტიოლიგარქიული კანონების მიღებას და დროებითი მთავრობის დანიშვნას,  ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იგორ დოდონი კი აცხადებს, რომ არ წავა თავისი პოსტიდან და ამავე დროს არ მოაწერს ხელს პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილებას, რის გარეშეც, მოლდოვას კონსტიტუციის მიხედვით, ეს ძალაში ვერ შევა.


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში  თებერვალში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, იმის გამო, რომ 3 ძირითადი პარტია ვერ შეთანხმდა უმრავლესობის შექმნაზე. ამჟამად ვხედავთ ამ კრიზისის მწვავე და, სავარაუდოდ, გადამწყვეტ ფაზას.


პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ და პროდასავლურმა ბლოკმა ACUM-მა, რომლებიც  დიდხანს და უშედეგოდ ატარებდნენ კონსულტაციებს ერთიანი მოქმედებების თაობაზე, მოულოდნელად შეთანხმების მიღწევის თაობაზე განცხადება გააკეთეს.


გეოპოლიტიკური განსხვავების მოუხედავად, ორმა პარტიამ გადაწყვიტა სიტუაციური კოალიციის შექმნა და ქვეყანაში გამეფებული ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლა.


დროებითი კოალიციის შესახებ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მოლდოვა არის მიტაცებული სახელმწიფო, რომელსაც მართავს ოლიგარქი, მის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიის მეშვეობით.


მოსკოვი უკვე დიდი ხნის მანძილზე უჭერს მხარს ასეთი კოალიციის შექმნას, რის შესახებაც 3 ივნისს, კიშინიოვში ვიზიტის დროს რუსეთის ვიცე-პრემიერმა და მოლდოვას მიმართულების კურატორმა დმიტრი კოზაკმაც განაცხადა. მისი თქმით, მოლდავეთში მოვიდა დეოლიგარქიზაციის დრო და, შესაბამისად, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე.


პლახოტნიუკი და მის მიერ კონტროლირებადი დემოკრატული პარტია, რომლის წარმომადგენლებიც ხელმძღვანელობენ ძალოვან სტრუქტურებს და სასამართლოს, მათ შორის, კონსტიტუციურსაც, ცდილობენ შეუშალონ ხელი ახალ ალიანსს. პარლამენტის შენობაში გათიშულია ელექტროენერგია, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს სამდივნო და ტექნიკური პერსონალი არ გამოცხადდა სამუშაო ადგილებზე.



ოლიგარქის მიერ კონტროლირებადმა საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ კოალიციის შექნის ვადა ამოიწურა 7 ივნისს, შესაბამისად, პარლამენტი უნდა დაიშალოს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამით საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს გამოაცალოს კანონიერი საფუძველი კოალიციის ფორმირებას და მის მიერ ახალი მთავრობის დანიშვნას.



თუმცა, პრეზიდენტმა იგორ დოდონმა უარი თქვა პარლამენტის დაშლაზე.


„მე ვიცი, რომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა არც ერთი კანონი არ ავალდებულებს პრეზიდენტს პარლამენტის დაუყოვნებლივ დათხოვნას და მეც არ ვაპირებ ამის გაკეთებას,“   - განაცხადა მან.


თავად პრეზიდენტიც გახდა შეტევის ობიექტი. პლახოტნიუკის უახლოესი გარემოცვის წევრმა, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრიან კანდუმ განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები.


„სოციალისტები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჩვენთანაც, თუმცა მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები მიუღებელი იყო  - კერძოდ, ისინი ითხოვენ მოლდოვას ნეიტრალიტეტს, რუმინეთთან გაერთიანების იდეის წინააღმდეგ ერთიან ბრძოლას, მოლდოვას და დნესტრისპირეთის გაერთიანებას ფედერაციის პრინციპებზე და სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთთან. ამ წინადადებებს შორის ყველაზე მძიმეა ფედერალიზაციის მოთხოვნა, რომელიც, ფაქტობრივად, ნიშნავს სახელმწიფო ღალატს,“ - ამბობო კანდუ.


მისის თქმით, დემოკრატიულ პარტიას გააჩნია  „პიკანტური საკითხების დაყენების“ მტკიცებულებები იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი შეეცდება ამ ბრალდებების უარყოფას.


აქედან გამომდინარე, დემპარტია მოითხოვს პარლამენტის დაშლას და პრეზიდენტის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიგარქის პარტია არ გამორიცხავს ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვას - 7 ივნისს უკვე ჩატარდა ერთი ასეთი აქცია, რომელშიც დიდი რაოდენობით მონაწილეობდნენ სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცები.


პრეზიდენტმა უპასუხა ამ ბრალდებებს და განაცხადა, რომ ფედერალიზაციის იდეა წამოაყენა თავად მილიარდერმა - რუსეთში მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვის სანაცვლოდ.


„სავარაუდოდ, რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულებები ვინ რას სთავაზობდა, და ვინ დადიოდა კრემლში პლახოტნიუკის სახელით,“ - განაცხადა იგორ დოდონმა.


პრეზიდენტის თქმით, მასზე ამჟამად მზადდება აუდიო და ვიდეო კომპრომატები, თუმცა ის არ აპირებს გაჩერებას.


ამ ეტაპზე დროებითი კოალიცია ფლობს პარლამენტში 101-დან 61 ხმას. შეთანხმება გულისხმობს მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადაყენებას და მთავრობის ახალი მეთაურის არჩევას  - ამ პოსტზე წარდგენილია პროდასავლური ალიანსის წევრი მაია სანდუ, ხოლო პარლამენტის სპიკერის პოსტს დაიკავებს პრორუსული სოციალისტური პარტიის აქტივისტი ზინაიდა გრეჩანაია.


ამასთან  დეპუტატები გამოაცხადებენ მოლდოვას მიტაცებულ სახელმწიფოდ, შეცვლიან მთელს მთავრობას და დანიშნავენ ახალ გენპროკურორს. დღეისათვის მთავრობის მთელს შემადგენლობას აკონტროლებს ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი.


ამავე დროს დაგეგმილია საარჩევნო სისტემის შეცვლა და გადასვლა პროპორციულ-მაჟორიტარულიდან მთლიანად პროპორციულზე.


თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ჩამოყალიბდა კლასიკური ორხელისუფლებიანოიბა - პარლამენტს აკონტროლებს ოპოზიცია, დანარჩენ ქვეყანას, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ადგილობრივ ორგანოებს - ოლიგარქი და მისი პარტია. როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება, რთული სათქმელია. პლახოტნიუკის მხარეზეა ძალაუფლება და ფული, ოპოზიციის - პარლამენტი და საერთაშორისო მხარდაჭერა - იმის მიუხედავად, რომ კოალიცია შექმნა აშკარად და დაუფარავად პრორუსულმა პრეზიდენტმა. მას მოსკოვთან ერთად, მხარს უჭერს დასავლეთიც.


ამის მიზეზია დასავლეთის დიდი უკმაყოფილება ოლიგარქიული მმართველობით და პირადად ვლადიმერ პლახოტნიუკით, რომელიც მართავს ქვეყანას კორუფციის და უკანონო სქემების მეშვეობით.


მოლდოვას ფაქტობრივი და არაფორმალური მმართველი გამდიდრდა რუსეთში, სადაც დღეს 37 მლრდ. რუბლის  მითვისების და შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გამო ძებნილია.


ევროპის მხრიდან მისი მმართველობის სისტემის მიუღებლობა იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირში განიხილებოდა მოლდოვას წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთლიანად შეწყვიტეს მოლდოვასთან ურთიერთობა.


საბოლოო ჯამში, კომპრომისის შეუძლებელია - ან ოლიგარქი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ან მას მოუწევს გაქცევა. თანაც გაურკვეველია - სად? დღეს ვლადიმერ პლახოტნიუკს არ გააჩნია მოკავშირეები არც რუსეთში, არც ამერიკაში და არც ევროპაში.


Kommersant.ru



თეგები:
მოლდოვა



საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო მიებას თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up