საქართველოს მზის ენერგიის პოტენციალი აუთვისებელია. სრული მაშტაბით ევრ იყენებენ მის სიმხურვალეს. თუმცა აქაური მზის სხივები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია, - განაცხადა GIEC-ის გ გენერალურმა დირექტორმა ოლექსი ვილხოვოიმ.
თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მოქნილი თბოგენერაცია ქვეყნისთვის მაინც აქტუალურ მიმართულებად რჩება. ინდუსტრიული ჯგუფი თბოგენერაციაში სიმძლავრეების განახლებზე აცხადებს, - ვითვალისწინებთ სეზონურობის და ბაზრის კონიუქტურის ფაქტორებს და თბოსადგურების გენერაციის გაზრდაზე ვზრუნავთ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ზამთრის პერიოდის დეფიციტს შეავსებს და ამასთან განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დამატებით შესაძლებლობებსაც გააჩენს
GIEC-იმ მზის სადგური უცხოეთის ბაზარზე უკვე გაუშვა. 7 მგ/ვტ სიმძლავრის ელეტროსადგური უკრაინაში. ვილხოვოის ინფორმაციით, შედარებით მსხვილი, 30 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება მარტისთვის იგეგმება.ვილხოვოის ინფორმაციით, ინდუსტრიულმა ჯგუფმა კონკრეტული წინადადანებებით სახელმწიფოს მიმართა და მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
ველოდებით, რომ ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მთავარი კრიტერიუმი მოწინავე ტექნოლოგიასთან ერთად იქნება შედარებით დაბალი საფასური, - განაცხადა ნათია თურნავამ.
gbc.ge