ოლეგ ოსინოვსკი: „ქართველი ბიზნესმენები პირად საუბარში ამბობენ, რომ  კორუფცია ნამდვილად დაწყებულია “

ოლეგ ოსინოვსკი: „ქართველი ბიზნესმენები პირად საუბარში ამბობენ, რომ კორუფცია ნამდვილად დაწყებულია “

access_time2018-10-11 12:40:23

ოლეგ ოსინოვსკი,“Tbilisi Hills Golf & Residences” -ს მთავარ ესტონელი ინვესტორია. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ინტერვიუში საკუთარ 10 წლიან ისტორიაზე, გამოწვევებზე, რისკებსა და ბიზნესგარემოზე საუბრობს.

 

რატომ და როდის დაინტერესდით საქართველოში ბიზნესის დაწყებით?

საქართველოში 10 წლის წინ ჩამოვედი და  პირველი ინვესტიცია რკინიგზაში განვახორციელე. მოვახდინეთ 425 ცისტერნა ნავთობის ტრანზიტი. საკმაოდ დიდი ინვესტიცია გახლდათ, დაახლოებით 32 მილიონი ევროს ღირებულების. იმ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან იყო მოტივირებული მოეზიდა ინვესტიციები და მუდმივად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მეც სიამოვნებით ჩავერთე პროცესებში. ჩემი შემდგომი ინვესტიცია უკავშირდება ჰიდროენერგეტიკას. აქედან პირველი პროექტი ქობულეთთან არსებული მდირე კინტრიშის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა,  მეორე კი იყო ლახამი, რომელიც წარმატებით მივყიდეთ ამერიკელებს. კინტრიში დღესაც კარგად მუშაობს.


კიდევ ერთი ინვესტიცია გოლფი, რომელიც საკმაოდ არატრადიცული სპორტია საქართველოსთვის. ხომ არ იყო ეს საქმე გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული?


                                                                           


თავიდან ეს პროექტი (მოგეხსენებათ, მხოლოდ გოლფს არ გულისხმობს) უნდა განეხორციელებინა ესპანელ ინვესტორს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მაშინდელი მთავრობა კონკრეტულად ამ პროექტზე აქტიურად აწარმოებდა მოლაპრაკებებს ინვესტორებთან.მაგრამ მოხდა ისე, რომ მე დამითანხმეს. სურვილი იყო უშუალოდ გოლფი რეზორტის გაკეთება. ჩემთვის გასაგები იყო ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია, რადგან გოლფ-ტურიზმი, ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ნაწილია ზოგადად ტურიზმის და როდესაც საქართველო ჩნდება გოლფ-ტურიზმის რუკაზე, ეს ავტომატურად ნიშნავს ტურისტების რაოდენობის ზრდას. თანაც ეს არ არის ტურისტი, რომელიც დღეში მხოლოდ 50 ევროს დახარჯავს, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომგებიანი ტურიზმი. მართალია, დღეს არ გვყავს ბევრი გოლფის მოთამაშე ქართველი, მაგრამ მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. თუ დღეს მსოფლიოში გოლფი არის ძალიან პოპულარული სპორტი და ათობით მილიონი ადამიანი თამაშობს, ეს ნიშნავს იმას,  რომ საქართველოშიც ეს სპორტი გახდება ძალიან მოთხოვნადი. შეუქცევადი პროცესია.


თანაც ეს ხომ არ არის მხოლოდ გოლფის სათამაშო მოედანი. აქ იქნება ახალი ქალაქი, რომელიც უკვე შენდება. ზოგადად, მსოფლიო ტენდეციის მიხედვით, ახალი ქალაქები აქტიურად  ვითარდება ქალაქგარეთ და ეს ტენეცია საქართველოშიც აუცილებლად დამკვიდრდება. ესე იგი, ფეშენებელური ქალაქგარე სივრცე იქნება საუკეთესო ადგილი ცხოვრებისთვის. მინდა გითხრათ, რომ პირველი ნაწილის გაყიდვები უკვე დავიწყეთ და მისი ნახევარი გაყიდულია, ანუ ბაზარზე მსგავსი სერვისის მოთხოვა არის. ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა,  გახვიდე თბილისიდან; 15 წუთის დაშორებით იყო თავისუფლების მოედნიდან და საცობების გარეშე ცხოვრობდე ჯანსაღ, კომფორტულ გარემოში.



 


ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საგძრნობლად შეიცვალა ბიზნესგარემო საქართველოში.  კონკრეტულად რას გულისხმობდით?



პირველ რიგში, საქართველო სულ სხვანაირია, ვიდრე იყო ადრე. უამრავი რამ შენდება და ვითარდება, ტურიზმი იზრდება... მიხარია, რომ ამ პროცესებში ჩემი წვლილიც მიმიძღვის, რადგან ჩვენ განვახორციელეთ უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 90 მილიონი ევროს ღირებულების, გადავიხადეთ თითქმის მილიონის ღირებულების გადასახადი, დავასაქმეთ ათასობით ადამიანი... 

ინვესტირების თვალსაზრისით, ზოგადად საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩემთვის ეს ქვეყანა გათანაბრებულია ესტონეთთან.  რა თქმა უნდა, არის რაღაც ნიუანსები, მაგალითად ვალუტის კურსი საკმაოდ მაღალია; ბანკებში სესხებს ძალიან მაღალ პროცენტებში გასცემენ (კარგია რომ გარვეული რეგულაციები ამოქმედა). თუმცა,  ეს ყვეალფერიც გასაგებია, როცა რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან...


 როგორი გარემოა დღეს საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად და, საერთოდ, როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას ინვესტორებისადმი? 



ამას უნდა შეხედო დინამიკაში, ანუ საქართველოს მთავრობა 3 წლის წინ და საქართველოს დღევანდელი მთავრობა ორი სხვადასხვა რამ არის. თუ მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მიმართული მკვეთრ ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებზე, დღევანდელ  ხელისუფლებას ინვესტორების საკითხი გამოტოვებული აქვს. ეს პროცესები მანამდეც დაწყებული იყო, უბრალოდ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ასეთი ცალსახა არ ყოფილა. ვფიქრობ, პრობლემა სტურქტურაშია.


გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი ყველა ინვესტორს ინდივიდუალურად ვერ შეხვედება, მაგრამ  მეორე მხრივ, ინვესტროს არ სჭირდება, რომ მასთან რაღაც ბიუროს წარმომადგენელი საუბრობდეს. დიდი ინვესტორი ამას არ იზამს, რადგან ასე არ ხდება არსად. თუ ინვესტორს სურს,  რომ 20 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს, ნებისმიერ მსგავს პატარა ქვეყანაში მას შეხვდება პრემიერ-მინისტრი. ასეა მიღებული. მოკლედ, პრობლემა არა კანონში, არამედ კომუნიკაციაშია, რომელიც ძალიან დაიკარგა.




აქვე აღვნიშნავ, როცა ზარების რეკვა დავიწყე და ხმამაღლა განვაცხადე, რომ საქართველო კარგავს ინვესტორებს, ამის შემდეგ ჩვენ შეგვხვდა ბიზნესომბუდსმენი. მან გვითხრა —“ დიახ, ეს პრობლემა არის და ჩვენ არ გვყავს ადამიანი, რომელიც უშუალოდ  ინვესტორებთან იმუშავებს“. ამიტომ შემოგვთავაზა, რომ დასაწყისისთვის თავად იქნება ეს ადამიანი და შევთანხმდით,  რომ მომავალში  რაღაც მსგავსი ბიურო უნდა შეიქმნას. კიდევ ერთი, საქართველოში მედია ეხმარება მთავრობას რა არის გასაკეთებელი, ეს ძალიან კარგია, და ალბათ ამიტომაც დავთანხდი დღეს ამ ინტერვიუს.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოსთან მიმართებაში სიტყვა კორუფციასაც ახსენებთ; უფრო კონკრეტულად რომ გვითრათ რას გულისხმობთ?


იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან დიდი ხანია ვარ, ვხედავ როგორ იცვლება სიტუაცია. თუ აქამდე მინიშნების დონეზეც  კი ეშინოდათ ბიზნესთან მოსვლა, წელს, მაგალითად, ჩვენთან მოვიდნენ მინიშნებით, უკვე არ ეშინოდათ. დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს არის კრიმინალური თემა და თუ ასე გაგრძელდა სასამართლოში წავალთ. დაპირებული მუქარები თუ მართლა მოხდა, აუცილებლად წავალთ პოლიციაში და მივმართავთ სასამართლოს. ე.ი. უკვე აღარ ეშინიათ, რაც ცუდია. როცა ჩემს ქართველ კოლეგებს ვესაუბრები, ისინც ამბობენ, რომ კორუფცია ნამდვილად დაწყებულია.


საინტერესოა თქვენი ხედვა სასამართლოსთან მიმართებაში. როგორია თქვენი შეფასებით ქართული მართლმსაჯულება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში?


დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, ყოველგვარი მითითებების გარეშე. აქ პრობლემა არის დრო, რომლიც ძალიან გაწელილია. მაგალითად, ადრე მქონდა გარკვეული უთანხმოება ერთ-ერთ მოქალაქესთან, რომელიც საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა, ვინ იყო ამ დავაში მართალი . სასამართლოში საქმის პირველი განხილვა მიმართვიდან სამი წლის შემდეგ ჩაინიშნა.  ეს ძალიან ცუდია.


და ბოლოს, რჩევისა თუ რეკომენდაციის თვალსაზრისით, რას ურჩევთ ქართველ ბიზნესმენებს და როგორია თვენი დამოკიდებულება საქართველოში ბიზნესისადმი?


მე ძალიან მომწონს ქართველი ბიზნესმენები. უამრავი მეგობარი მყავს. სხვათა შორის, ისინი ასევე ძალიან ძლიერები არიან ქვეყნის გარეთ.  ამიტომ, ამ მიმართულებით მგონი ყველაფერი კარგად არის. ვუსურვებ მხოლოდ წარმატებებს !

 



სალომე ლემონჯავა





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up