ოლაფ შოლცმა ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობა დაასრულა

ოლაფ შოლცმა ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობა დაასრულა

access_time2021-12-08 17:00:57

ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი ახალ კანცლერად აირჩია. მას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა, 303 კი წინააღმდეგი წავიდა. 63 წლის შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. კოალიციაში მწვანეებიც არიან გაწევრიანებულნი.

 


კანცლერობამდე შოლცი, 1998 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს ბუნდესტაგის წევრის, შრომის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და ჰამბურგის მერის პოსტებს იკავებდა.  ახალმა კანცლერმა მთავარ გამოწვევად კორონავირუსი დაასახელა, თუმცა ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე.

 



შოლცამდე გერმანიას 16 წელი ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი მართავდა. მერკელის დროს, გერმანიაში მუდმივ ფასებში დათვლილი შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $35 300-დან $41 300-მდე გაიზარდა, 2019 წელს კოვიდამდე პერიოდში $43 300-ს აჭარბებდა. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში გერმანიაშიც ქარისა და მზის ენერგიის წილი ელექტროენერგიის გენერაციაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა 2020 წლის გეგმა რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 1 მლნ ელექტრომობილს უნდა ემოძრავა, მხოლოდ 70%-ით შესრულდა.

 


ეკონომიკური წარმატებების პარალელურად მერკელის საგარეო პოლიტიკური კურსი ბევრ კითხვას ბადებდა. 2008 წელს გერმანიამ საქართველო MAP-ის მინიჭებაზე უარი განუცხადა. მერკელის დროს დაიწყო და პრაქტიკულად დასრულდა „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რაც ერთის მხრივ უკრაინას სატრანზიტო ფუნქციას ართმევს, მეორეს მხრივ ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. მილსადენის გამტარუნარიანობა 55 მლრდ კუბური მეტრია, რაც საქართველოს წლიურ მოხმარებას 20-ჯერ აღემატება. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამოქმედებული სანქციები, ბაიდენმა გააუქმა.

 


$3.846 ტრლნ-იანი მშპ-თი გერმანია მსოფლიოს #4 და ევროპის #1 ეკონომიკად რჩება. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით მას ევროპიდან სკანდინავიის ქვეყნების, ირლანდია, შვეიცარია და ნიდერლანდები უსწრებენ. ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, რაც შემოსავლებთან ერთად განათლებასა და ჯანმრთელობასაც ითვალისწინებს გერმანია ნორვეგიის, ირლანდიის, შვეიცარიის, ჰონკონგისა და ისლანდიის შემდეგ მეექვსე ადგილს იკავებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up