საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაკვეთით, ,,ოლ-პი ჯგუფმა“ EUMM GEORGIA-ს ოფისისთვის განახორციელა სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოეწყო გარე ტერიტორიის ბეტონის საფარი და ღობეები.
EUMM-ის განმარტებით, ,,ოლ-პი ჯგუფთან“ თანამშრომლობა ქართული კომპანიის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრამ განაპირობა. ,,ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტული იყო. შესაბამისად, არჩევანი ,,ოლ-პი ჯგუფზე“ შევაჩერეთ და მივიღეთ საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული ობიექტი“, - აცხადებს EUMM-ის პროექტის მენეჯერი გიორგი გვალია.
მისი თქმით, EUMM GEORGIA ,,ოლ-პი ჯგუფთან“ თანამშრომლობას სამომავლოდაც განაგრძობს.