ოკუპირებულმა აფხაზეთმა იანვარში თბილისთან შედარებით 31%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა იანვარში თბილისთან შედარებით 31%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

access_time2021-02-21 12:00:49

2021 წლის იანვარში ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის მოსახლეობაც 250 ათას კაცზე ნაკლებია და სადაც არც ინდუსტრიაა განვითარებული, ელექტროენერგიის მოხმარებამ 1.5 მლნ-იანი თბილისის მაჩვენებელს 31%-ით გაუსწრო. ინფორმაციას ესკო ავრცელებს.


ლოკდაუნის გამო ერთ წელიწადში თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება 13%-ით 242 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. იმავე პერიოდში ბიტკოინების წარმოების მიზეზით ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება 16%-ით გაიზარდა.


2020 წელს ბიტკოინის ფასის რეკორდულად ზრდის გამო, საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ პირველად, აფხაზეთის მოხმარება თბილისისას გაუთანაბრდა, წელს კი უკვე გადააჭარბა. რეგიონში სადაც ელექტროენერგიის საფასურს არავინ იხდის, კრიპტოვალუტას ადგილობრივებთან ერთად სპეციალურად ამ მიზნისთვის ჩასული რუსეთის მოქალაქეებიც აწარმოებენ. თუმცა „უფასო“ დენი სინამდვილეში სულაც არაა უფასო, ამორტიზებულ ქსელს დიდი ოდენობით ელექტროენერგიის გატარება აღარ შეუძლია. ხშირია ძაბვის ვარდნა და ავარიული გათიშვები, რაც ადგილობრივების საოჯახი ტექნიკას აზიანებს და ზარალი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტია ვიდრე ენგურს გამოღმა მცხოვრების მიერ წლიურად გადახდილი ელექტროენერგიის საფასური.


სიტუაცია გასულ წელს იმდენად დამძიმდა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა, თუმცა აკრძალვა აკრძალვად დარჩა.



აფხაზეთში მოხმარების რეკორდული ზრდა დროში დემთხვა პერიოდს, როდესაც ჯამური გენერაცია 22%-ით 808 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. იანვარში შემცირდა როგორც ჰესების, ასევე თბოსადგურების გამომუშავება. 35%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავა ქართლის ქარის ელექტროსადგურმაც, თუმცა მისი წარმადობის ვერც მატება და ვერც კლება, მცირე მასშტაბის გამო ბალანსზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.


საერთო მოხმარების პრაქტიკულად უცვლელად შენარჩუნებისა (შემცირდა უმნიშვნელოდ - 0.8%-ით) და გენერაციის 22%-იანი კლების ფონზე, იანვარში იმპორტის მოცულობა 93%-ით 414 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა.


კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება აუცილებლად გაიზრდება. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სულ 3 გზა არსებობს: იმპორტი, თბოსადგურები და დიდი ზომის ჰესები. ასათვისებელია მზისა და ქარის პოტენციალიც, მაგრამ ენერგეტიკოსთა განმარტებით ისინი ჰესებს ვერ ჩაანაცვლებენ. გარდა იმისა, რომ მზე ღამე არ ანეთებს, დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობა, გენერაციაში რყევებს იწვევს, იგივე ითქმის ქარის სიჩქარისა და მიმართულების ცვლაზეც. დღეს არსებულ ქსელს, სტაბილური ელექტრომომარაგებისთვის ქარის შემთხვევაში 800 და მზის შემთხვევაში 550 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების ჩართვა შეუძლია, რომელთა სავარაუდო წლიური გამომუშავება 4 მლრდ კვტ/სთ იქნება, რაც კარგია, მაგრამ არასაკმარისი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up