ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება10 მაისიდან რუსეთთან ე.წ. საზღვარს ერთი კვირით სრულად ჩაკეტავს.
აღსანიშნავია, რომ დღს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი 10 მაისის 00:00 საათიდან 17 მაისის 23:59 საათამდე ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე იყო მიღებული. საზღვრის გადაკვეთის დროებითი აკრძალვა ყველა მოქალაქეს ეხება. აკრძალვა ასევე გავრცელდება სატვირთო ავტოტრანსპორტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
imedinews.ge