ოკუპირებული კი არა, მითვისებული ქართული სამზარეულო

ოკუპირებული კი არა, მითვისებული ქართული სამზარეულო

access_time2020-02-02 20:00:08

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის მიმართულებით, უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პრობლემის პარალელურად, გასტრონომიული ტურიზმი სულ უფრო და უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აქედან გამომდინარე, გასტრონომია, როგორც ტურისტების მოზიდვის მექანიზმი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველია ტურიზმის განვითარების მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებს შორის. ამდენად, უმნიშვნელოვანესია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ მიმართულებით გადავდგამთ. სწორედ ახლა, ამ ეტაპზე წყდება როგორ მოხდება საქართველოს გასტრონომიული პოზიციონირება მსოფლიოში.

რა პრობლემას ვაწყდებით? 

საქმე ისაა, რომ რუსეთის ოკუპაცია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტით არ შემოიფარგლება. ჩრდილოელმა მეზობელმა ჩვენი სამზარეულოს დაახლოებით 80 პროცენტიც მიითვისა. მიითვისა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც რუსებმა საბჭოთა კავშირის კანონიერ მემკვიდრეობად მიიჩნიეს. 

ბოლო ორი წელია ქართული სამზარეულოს ცნობადობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს 26-30 იანვარს ქართული სამზარეულო “Georgia, The Art of Feast” სახელწოდებით პირველად წარდგა საფრანგეთში, ლიონში ცნობილ გამოფენაზე, რომელსაც  გასტრონომიული სფეროს 40 000-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობდა. ამ გამოფენაზე ჩვენმა სამზარეულომ დიდი ინტერესი დაიმსახურა. მისი უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე შეფ-მზარეული ჩამოვიდა. ქართული კერძების გასინჯვის შემდეგ მათი ნაწილი ამბობდა, რომ, მაგალითად, საცივი ან ტყემალი რუსეთში გაუსინჯავთ, როგორც სოჭის რეგიონის კერძები.

 

როცა ცნობილ ბელგიელ შეფს, როლანდ დებიუსს ხინკალი და სხვადასხვა პროდუქტი გავასინჯეთ, მან პირდაპირ გვითხრა, რომ ეს ყველაფერი არის რუსული. მოგვიყვა, რომ ძალიან ცნობილმა რუსმა რესტორატორმა ის რუსეთში ჩაიყვანა და უმასპინძლა, თან აუხსნა, რომ ეს კერძები სოჭის რეგიონიდანაა და მათ ძველი დროიდან ამზადებენ. ქართული სამზარეულოს დაკანონების ერთ-ერთი მცდელობაა ის, რომ რუსებმა ჩვენს კერძებს “კავკასიური სამზარეულო” უწოდეს და ასე ნიღბავენ ტრადიციული ქართული კერძების წარმომავლობას. 

ამ ე. წ. კავკასიური სამზარეულოში კერძების ძირითადი ნაწილი ქართულია, თუმცა ამ კრებითი სახელწოდების გამო დავაც ჭირს. მსგავსი დიპლომატიური ფორმულირებაა “შავი ზღვისპირეთის სამზარეულოც,” რომლის 90 პროცენტი ქართული კერძებია და დარჩენილი 10 პროცენტი სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ სამზაეულოებს შეიძლება მოიცავდეს.       

 

ცხადია, ის, რომ ჩვენი სამზარეულოს საამაყო კერძებს პლაგიატის დაღი აზის, ერთდროულად ბრაზსაც იწვევს, პროტესტსაც და გულისტკივილსაც. პირველი რეაქცია ყოველთვის ისაა, რომ აუმხედრდე მათ, ვინც ამ პროდუქტების წარმომავლობას კითხვის ნიშნები მიუყენა და მათაც, ვინც ეს დაიჯერა. მაგრამ სიტუაციის ტრაგი-კომიკურობა იმაშია, რომ ნივთმტკიცებები პრაქტიკულად არ არსებობს. სიტყვაზე კი გასტრონომიის მკვლევარები, შეფმზარეულები და ბლოგერები არავინ არავის ენდობა.

იქ სადაც მტკიცებულებები გეგულება, ყველაფერი გაცილებით იოლია. მაგალითად, ამბობ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს “იუნესკოს” მიერაა აღიარებული. მათ ეს სჯერათ, იმიტომ, რომ თავდებში ზედმიწევნით ავტორიტეტული “იუნესკოა.” მაგრამ როგორც არ უნდა გაუღიმო და როგორ მეგობრულადაც არ უნდა ეცადო ვინმეს დარწმუნებას, რომ ხინკალი ნამდვილად შენი ქვეყნის სიმბოლოა და ჩურჩხელა პირველად, რაღა თქმა უნდა, კახეთში ამოავლეს, პასუხად სკეპტიციზმი არ აგცდება. 


რატომ? იმიტომ, რომ გასტრონომიურ სფეროში ყველაფერი კვლევის საგანია. ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნში “რუსული სამზარეულო” არაერთი ქართული წარმოშობის კერძია თავმოყრილი, როგორც რუსული სამზარეულოს საამაყო ნაწილი. 

ჩვენი პატარა ქვეყანა ისედაც უცნობია მსოფლიოში და ახლა, როცა ქართულ გასტრონომიას შანსი აქვს  მსოფლიოს ფოკუსში აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი პროდუქტების შესახებ სახელწიფომაც, კერძო სექტორმაც და ყველა დანარჩენმაც ერთობლივად დაიწყოს კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. ამ კვლევებმა ჯგუფებში პირობითად ხუთ-ხუთი ადამიანი რომ გააერთიანოს, რომლებიც ინგლისურად დაწერენ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ გასტრონომიულ კონკურენციას არამარტო ოკუპანტი რუსეთი გვიცხადებს, კონკურენტები არიან მეზობელი მეგობარი ქვეყნებიც. მაგალითად, ვიკიპედიაში ამ წუთას ინგლისურ ენაზე წერია, რომ მაწონი არის სომხური წარმომავლობის, რაც, ბუნებრივია, ქართველების გულისწყრომას იწვევს. ის, რომ მაწონი ქართული წამოშობისაა, მე, როგორც პატრიოტს, ძალიანაც მჯერა და, გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე არქეოლოგებს მეტი და უფრო ძველი მტკიცებულებები აქვთ აღმოჩენილი, ვიდრე სომხებს, მაგრამ დასკვნები მათ სასარგებლოდ მეტყველებს. კიდევ კარგი საქპატენტს ამ მიმართულებით აქვს ნამუშევარი და 2012 წელს ევროკავშირს აქვს აღიარებული მაწვნის ქართული წარმომავლობა. 

ინტერნეტი მოიარა სომხეთში მომზადებულმა სიუჟეტმა ბასილას პურის- როგორც მათი ავთენტური პროდუქტის- ტრადიციის შესახებ. ეს საკითხიც სადავოა.  მომავალი წელი რომ ბედნიერი და ბარაქიანი ყოფილიყო, მესხურ სოფლებში, ახალ წლამდე ბასილას და ბედის პურს უხსოვარი დროიდან აცხობდნენ.

ლოს-ანჯელესში 12  სომხური რესტორანია, მაგრამ მათი მენიუ პრაქტიკულად მთლიანად ქართულ კერძებს მოიცავს. როცა ადგილობრივი დეგუსტატორი, მაგალითად, ხაჭაპურს სინჯავს, მას ეუბნებიან, რომ ეს არის სომხური კერძი. აი, ამ ტიპის კონფლიქტები ერთადერთი გზით-კვლევის შედეგად შეიძლება მოგვარდეს და არა პირადი კომუნიკაციის, თუნდაც დავის ხარჯზე. სომხებმა, უნდოდათ ეს თუ არა, აღიარეს, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.

ანალოგიური კვლევებია საჭირო სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც. მაშინ, როცა ძალიან ცნობილ რესტორანში ავტორიტეტული შეფი ამზადებს ქართულ ტყემალს და მას ტყემლის სოუსს არქმევს, მსოფლიოდან ჩასული უამრავი ადამიანი სინჯავს მას და კითხვაზე, რა წარმომავლობისაა ეს პროდუქტი, პასუხს იღებს, რომ ტყემალი სოჭის რეგიონის სიამაყეა, კამათით იკამათებ, მაგრამ ამ გზით, სამწუხაროდ, არაფერი გამოვა. 

ანალოგიურად, დავა რთულდება, როცა ცნობილი რუსი შეფ-მზარეული ვლადიმირ მუხინი სოჭის ბაზარს ათვალიერებინებს იტალიელ კოლეგას, ერიკო კრიპას და ლაღად უხსნის, რომ ჩურჩხელის წარმოშობა სოჭიდანაა. იხ.ვიდეო:


გამოსავალი თითოეული პროდუქტის კვლევასა და “იუნესკოზე” გატანაშია. ინფორმაცია ამა თუ იმ კერძის წარმომავლობის შესახებ გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, ინტერნეტში იწყებ ზუსტი ინფორმაციის ძებნას და თუ ხელჩასაჭიდს იქაც ვერაფერს პოულობ, ერთადერთ წყაროდ შენთვის ყველაზე კომპეტენტური მთხრობელი გრჩება. 

კერძების უმრავლესობის შემთხვევაში არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება მათი ქართული წარმომავლობის შესახებ. თუ იტალიური პიცის შესახებ მოგინდება ინფორმაციის მოპოვება, იქ ყველაფერი არაორაზროვანი და თვალსაჩინოა. 

ანალოგიურად, თუ ავტორიტეტულ საძიებელ სისტემაში საკუთარი თვალით ნახავ, რომ ჩურჩხელა ქართული ტკბილეულია, მერე ვინც რა უნდა ილაპარაკოს, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ გინდაც BBC-ის ჟურნალისტი იყოს. 

ჩვენ არ ვამბობთ, რომ პრობლემას ერთ დღეში ეშველება. ამ ეტაპზე გადამწყვეტი იმის გააზრებაა, რომ გასტრონომიულ სეგმენტზე მნიშვნელოვნად დგას ჩვენი ტურიზმის მომავალი. 

რეალურად, გემო მთელ მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. არაერთი პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იმიტომაც იზრდება, რომ აქ ჩამოსულ ადამიანებს ადგილობრივი საკვები მოსწონთ. 

უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს ხელშია უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული დოკუმენტი გასტრონომიული კულტურის მიმართულებით და საჭიროა სწორად მივყვეთ სტრატეგიას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ იმის იმედზე, რომ ბაზარი დაარეგულირებს ამ პროცესებს. ბაზარი ჩვეულებრივი ბიზნესია, ის ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ თვითდინებას მიყოლა გაუმართლებელია. 

დრო არ უნდა დაიკარგოს, რადგან დროს არც სხვა ქვეყნები კარგავენ ჩვენს რეგიონში და თუ დროულად არ ვიმოქმედეთ, მერე არც იმაზე დაგვწყდეს გული, მეზობელი ქვეყნები მსოფლიოს ამაყად რომ წარუდგენენ ჩვენს საცივსა თუ ჩურჩხელას, როგორც თავინთ საამაყო პროდუქციას.

 

ლევან ქოქიაშვილი

Forbes Georgia





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up