ოკუპირებული ცხინვალი: ომი არ იქნება, სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს

ოკუპირებული ცხინვალი: ომი არ იქნება, სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს

access_time2019-08-30 16:45:37

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, მარინა კოტაევა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსგან თავდასხმის საშიშროება არ არსებობს, რადგან, მისივე თქმით, ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს არ გაიმეორებს.


"გუშინ სოფელში პანიკა იყო. გავრცელდა ხმები კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე. ხალხი ერთმანეთს ურეკავდა და ეკითხებოდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. საუბარი ბავშვების შესაძლო ევაკუაციაზეც კი იყო. არანაირი ომი არ იქნება. საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს,"-თქვა კოტაევამ.


მარინა კოტაევას თქმით, დახმარების თხოვნით ოკუპირებულ ცხინვალს საგუშაგოსთან მცხოვრებმა პირებმა მიმართეს.


"საგუშაგოსთან 11 ოსური ოჯახი ცხოვრობს და მათ შეეშინდათ. ამ ოჯახებმა თავი დაუცველად იგრძვნეს და დახმარება ითხოვეს",-თქვა მან.


კოტაევას თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, ქართველი პოლიტიკოსები ყურადღების გადატანას ოკუპირებულ ცხინვალზე ცდილობენ. მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზს რუსეთის ფედერაცია იცავს და ქართველი სამხედროების აგრესიული ქმედება რუს სამხედროებზე თავდასხმად იქნება განხილული.



შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".


სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.


მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.


საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.



ტაბულა





„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
access_time2020-01-29 14:45:33
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისივე თქმით,...

სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება

სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება
access_time2020-01-29 15:45:03
ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა და ახლა პასუხს ელის. gbc.ge-ს ინფორმაციით, სათავო ოფისის ტენდერში კომპანია GLMV Architecture-ის პროექტმა გაიმარჯვა. ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანია იყო. ეს...

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს
access_time2020-01-29 13:01:05
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. „დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით,...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...


მსგავსი სიახლეები

up