ოკუპირებული აფხაზეთის შემოსავლის ნაკლებად ცნობილი წყარო - ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში

ოკუპირებული აფხაზეთის შემოსავლის ნაკლებად ცნობილი წყარო - ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში

access_time2020-12-09 19:00:10

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის კუთხით შემოსავლის არც თუ ისე ბევრი წყაროა - ძირითადად  ტურიზმი და კრიპტოვალუტების მოპოვება.

 

თუმცა, არის კიდევ ერთი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, ესაა  ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში.

 

ერთი შეხედვით, ამ კუთხით ბიზნესის აწყობა შეუძლებელია, რადგანაც რუსეთის ფედერაციაში უკიდურესად ძვირი განბაჟებაა, რომელიც მანქანის ღირებულების თითქმის 70%-ს შეადგენს.

 

ეს სისტემა მთელს ევრაზიულ კავშირში მოქმედებს და ამის თაობაზე საქართველოშიც კარგადაა ცნობილი - თუნდაც იმიტომ, რომ ქართულმა ავტოექსპორტმა ამის გამო, გასაღების 2 მსხვილი ბაზარი დაკარგა - ყაზახეთი და სომხეთი.

 

მოტივაცია სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია - რუსეთი ამ გზით თავის ავტომრეწველობას იცავს. დღეს რუსეთში მრავალი ავტოქარხანა მუშაობს, თანაც არა მხოლოდ რუსული, არამედ საერთაშორისო ბრენდების - Wolksvagen, Opel, BMW, Toyota და ა.შ.

 

შესაბამისად, რუსეთში ევროპული, ამერიკული, ან იაპონური მანქანის შემოტანა იმდენად ძვირია, რომ ამ მიმართულებით არავითარი ბიზნეს-პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა - ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

 


პირველმა რეექსპორტი რუსეთში სომხეთმა დაიწყო. სქემა მარტივი იყო - სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და ავტომობილებს სომხური ნომრებით ყოველგვარი შეფერხებების გარეშე რუსეთის ფედერაციაში გადაადგილების უფლება აქვთ, თანაც მთელი წლის მანძილზე.

 

ამ გზით რუსეთში 300 000-მდე მანქანა სომხური ნომრებით გაიყიდა, მაგრამ 2020 წლის თებერვალში ეს სქემა დაიხურა. რუსეთში სომხური ნომრებით უპრობლემოდ გადაადგილება დღესაც შესაძლებელია თუმცა, მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებისთვის. საკმარისია ავტომობილის მფლობელმა წარადგინოს ცნობა, რომ ერევანში ან გიუმრიში ცხოვრობს  და მას შეუძლია მთელი წლის მანძილზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმოძრაოს სომხური ნომრებით.

 

ამ შეზღუდვამ სომხური რეექსპორტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ დროს ოკლუპირებულ აფხაზეთში სხვა სქემა ამოქმედდა, რომელიც ჯერ-ჯერობით ძალაშია.

 

დეფაქტო აფხაზეთი ევრაზიული კავშირის წევრი არაა, თუმცა, მას რუსეთთან ხელშეკრულება აქვს რომელიც ავტომობილებით გადაადგილებას არეგულირებს. კერძოდ, მანქანებს აფხაზური ნორმებით შეუძლიათ წლის მანძილზე რუსეთში უპრობლემოდ გადაადგილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ავტომობილები ბიზნეს-საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

 

შესაბამისი სქემა ძალზე მარტივია  დეფაქტო აფხაზეთში ავტომობილი ფიქტიურ, ქაღალდზე არსებულ ფირმაზე ფორმდება, და ამ სახით რუსეთში იყიდება. ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ავტომობილის ღირებულების 70%.

 

ამ სქემით ბევრი რუსეთის მოქალაქე სარგებლობს, განსაკუთებით მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეში. აფხაზეთში ავტომობილები ძალიან იაფია, თანაც რუსეთში ისინი ყოველგვარი განბაჟების გარეშე შემოჰყავთ.

 

ოკუპირებული აფხაზეთის სქემა გარკვეული რისკებთანაა დაკავშირებული - ხშირ შემთხვევაში მყიდველებს ატყუებენ, იშვიათობა არც „გადაგდებაა“, თუმცა, ავტომობილები იმდენად იაფია, რომ ყველა საფრთხის მიუხედავად,  ამ სქემას მომხმარებელი არ აკლია.

 

Youtube-არხის „აფხაზური მოზაიკას“ ავტორის კირილ ბაზილევსკის თქმით, სომხური სქემისგან განსხვავებით, აფხაზური ჯერ ჩვეულებრივად მუშაობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თვეს, როდესაც საზღვარი პანდემიის გამო დახურული იყო.

 

რუსეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. სომხური სქემა უფრო მარტივი იყო, და სწორედ ამიტომაც ჩავარდა, აფხაზური კი შედარებით რთულია, ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს, და ამიტომაც უფრო სიცოცხლისუნარიანია. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აფხაზური სქემა უახლოეს პერიოდში დაიხურება“ - განაცხადა ბაზილევსკიმ.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up