ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ქართველი მონაწილეების დესტრუქციული პოზიციის გამო კვლავ ვერ მოხერხდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება,“- აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, რუსეთის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დელეგაციებმა“ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უწყვეტი მცდელობისა და საქართველოს ინტენსიური მილიტარიზაციის პროცესის გამო.
„აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უწყვეტი მცდელობებისა და საქართველოს ინტენსიური მილიტარიზაციის პროცესის გამო, რომელიც აშშ-სა და ალიანსის სხვა ქვეყნების მხარდაჭერით ხორციელდება და საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას,“- აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.
Ipn.ge