ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა კრიტიკულია - საავადმყოფოებში ადგილები აღარ დარჩა

ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა კრიტიკულია - საავადმყოფოებში ადგილები აღარ დარჩა

access_time2020-10-11 19:15:32

აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღე დაახლოებით 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დე ფაქტო ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა და დაჩქარებული ტემპებით ატარებენ რემონტს სხვადასხვა სამედიცინო ნაწესებულებებში ახალი ბოქსირებული განყოფილებების შესაქმნელად. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ „რესპუბლიკაში არსებული ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფი გაფუჭდა და ახლა რუსეთიდან ელოდებიან ხელოსანს, რომელიც მის შეკეთებას შეძლებს.

 

მოსახლეობაში პანიკური განწყობები იზრდება. ინტერნეტში ჩატარებული გამოკითხვებით, მოსახლეობის 70% დაუყოვნებლივ ითხოვს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას.

 

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით 2257 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორის 21 გარდაიცვალა, ხოლო 829 კი გამოჯანმრთელდა.

 

ოქტომბერში აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად დაიწყო ზრდა.

 

6 ოქტომბერს პანდემიის დაწყებიდან პირველად დაფიქსირდა სამნიშნა რიცხვი - 103 ახალი შემთხვევა.

 

7 ოქტომბრის მონაცემებით „რესპუბლიკაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია, 8 ოქტომბერს 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 ოქტომბერს - 99, ხოლო 10 ოქტომბერს კი - 87. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს „ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები იუწყება.

 

გუდაუთას ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების მკურნალობის პროცესი კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გაფუჭდა.


 

აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაციის დეპარტამენტის უფროსმა, აჰრა აჯბამ „სპუტნიკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2 სექტემბერს ბიზნესმენთა გაერთიანების მიერ ჰოსპიტალისთვის გადაცემული კოპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი ამუშავებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მწყობრიდან.

 

აჯბას განმარტებით, ამჟამად საავადმყოფოში სხვა კომპიუტერული ტომოგრაფი არ აქვთ, მაგრამ მის ფუნქციას გადასატანი რენტგენის აპარატი ასრულებს. პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთში შესაბამისი სპეციალისტიც არ ჰყავთ, რომელიც ტომოგრაფის შეკეთებას შეძლებს. ამიტომაც მოუთმენლად ელოდებიან ხელოსანს რუსეთიდან, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს ჩავა.

 

ერთ-ერთი მთავარ პრობლემად სეპარატისტულ რესპუბლიკაში ითვლება ის, რომ კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო აფხაზეთში არ ჰყოფნით ადგილები, რათა პაციენტები საავადმყოფოებში გადაანაწილონ სამკურნალოდ.

 

აფხაზეთში 1 აგვისტოს რუსეთთან „საზღვრის გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან „საზღვრის გახსნას არაერთგავროვან რეაქცია მოჰყვა და ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებული ტურისტების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ე.წ. მინისტრმა, თამაზ ცახნაკიამ აგვისტოში განაცხადა, რომ რუსეთიდან ჩამოსულ დამსვენებლებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მხოლოდ პირველადი დახმარება გაეწევათ, რადგან ვერ მოხერხდება პაციენტების დიდი ნაკადისთვის დროული დახმარების გაწევა.

 

დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობის ფონზე საკოორდინაციო შტაბმა შექმნა დამატებითი ბლოკები, რომელიც რაიონულ საავადმყოფოებში მოემსახურებიან დაავადებულებს.

 

გაგრის რაიონულმა ჰოსპიტალში უკვე დაასრულა ახალი ბლოკის შესაქმნელად დაწყებული სარემონტო სამუშაოები. ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული დამატებით 20 პაციენტის მიღებას შეძლებენ.

 

გარდა ამისა, 12-13 ოქტომბერს სარემონტო სამუშაოები დასრულდება სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ახალ ბლოკში 30 დამატებითი ადგილი იქნება კოვიდ-19-ით დაავადებულთათვის.


resonancedaily.com

თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up