ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა დამპყრობლებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას pravda ავრცელებს.
პროკუდინის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.
„რუსული არტილერიის დღევანდელი სამიზნე ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია. დაშავდა ორი ადამიანი - 41 წლის ქალი და 25 წლის კაცი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს“, - იტყობინება პროკუდინი.