უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს მარიანა ვიშემირსკაია, ახალგაზრდა დედა, რომლის ფოტოც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ გავრცელდა.
ამის შესახებ იუწყება Обозреватель-ი მოხალისეებზე დაყრდნობით.
"ჩვენ მოგვმართეს მისმა ახლობლებმა თხოვნით, დავხმარებოდით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში, რადგან რუსები გეგმავდნენ მის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებით. არ გამოვიდა, გაითვალისწინეთ, რომ ის ბავშვთან ერთად ტყვედ არის," - ციტირებს გამოცემა მოხალისეებს.
მანამდე 2 აპრილის კრემლისტურმა მედიებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ მარიანა ვიშემირსკაიასთან. გამოცემა Mediazona-ს ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა ვიშემირსკაიას ინტერვიუ გამოიყენეს რუსეთის ხელისუფლების იმ ვერსიის გასამყარებლად, თითქოს, მარიუპოლის სამშობიაროზე "შეტევა განახორციელა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა" და "უკრაინელმა ბოევიკებმა".
ცნობისთვის, თავად ვიშემირსკაია ამას გამოქვეყნებულ ვიდეოში არ ამბობს.