ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ

ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ

access_time2019-10-06 19:45:21

ჩორჩანაში ისევ შეუჩერებლად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, მუშაობს ოკუპანტების სამშენებლო ტექნიკა. ძალიან დიდი ტერიტორიაა მოხაზული, სავარუდოდ საგუშაგოს აფართოვებენ და ძალიან დიდი სტაციონალური ბაზა კეთდება. ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა - რომ რუსები გაჩერდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება", -ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" სოფელ ატოციდან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ.


მისი თქმით, ოკუპანტები ზამთრისათვის სრულფასოვა ბაზას აშენებენ, სადაც რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია შეინიშნება.


„ტყის იმ ნაწილში, რომელიც მათ მოხაზეს და უკვე წაგვართვს, შეინიშნება რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია. აშკარაა, რომ რუსები თავის გეგმას მიყვებიან. ჯერჯერობით ჩვენს ბლოკპოსტთან მისასვლელი გზა რა გადაუკეტავთ, მათ ძირითადად აქცენტი გაკეთებული აქვთ ბაზის კეთილმოწყობაზე.


„ჩვენ ვნახეთ სეპარატისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა ე.წ. პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ გაკეთდეს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი საგუშაგო, რადგან მალე დაზამთრდება და ფაქტიურად მან ბრძანება გასცა, რომ ჯარისკაცებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას და ჩვენი დაკვირვებით, ის, რაც ნაბრძანები აქვთ, უკვე სრულდება.



„იმ ტერიტორიის მასშტაბი, სადაც ეს ხდება, საკმაოდ საგანგაშოა. ჯერ ბოლო ხაზი შეერთებული არ აქვთ. ჩორჩანას ტყეში ოკუპანტები წნელისიდან შემოიჭრნენ, ამ წუთისთვის 1300 მეტრით არიან ვერტიკალში შემოჭრილები. თვითონ ახალი საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-მდეა, მაგრამ ეს ხაზი სად დასრულდება, ჯერჯერობით არ ვიცით", -განაცხადა მოძრაობის ლიდერმა.


ქაცარავა ამბობს, რომ ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიის ირგვლივ საინჟინრო ტექნიკით თხრილებს აკეთებენ, რაც სტანდარტულ სამუშაოებს სცდება.


„როგორც ჩვენ ვაფიქსირებთ, ამ ტერიტორიაზე მიდის მძიმე ტექნიკის სამუშაოები, რომელიც თხრის ტერიტორიის ირგვლივ ტრანშეას თუ თხრილებს. მუდმივად საინჟირნო და უზრუნველყოფის მანქანები დადიან. იქით კი ჯარისკაცებს ვხედავთ. ეს სცდება იმ სტანდარტული საგუშაგოების მასშტაბებს, რასაც ჩვენ ვადევნებთ ხოლმე თვალყურს. სტანდარტული საგუშაგოები პატარა ჯიხურის ფორმისაა, სადაც მხოლოდ 2-3 კაცი შედის ხოლმე და ასეთი ტიპის ჯიხურებს ისინი 2-3 დღეში აყენებენ.


„ოკუპანტები თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების რეაგირება ნულოვანია. ჩვენ პასუხად გვაქვს მხოლოდ შეზღვუდვები გადაადგილებაზე. ვართ ატოცში და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. პოლიცია ერთი ნაბიჯითაც არ გვიშვებს ნებართვის გარეშე. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა კომფორტულ გარემოში შეასრულონ თავიანთი შავბნელი საქმეები.


„ამ წუთას ატოცში ვარ. გარედან ვაკვირდებით ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ შორიდანაც ვაკონტროლოთ ჩორჩანის ტყე. ის ფაქტიურად ჩვენი თვალთახედვის არეშია. ჩვენი ოპტიკური მოწყობილობებით ვუყურებ იმას, რასაც გიყვებით", - აცხადებს ქაცარავა.


რეზონანსი


თეგები:
ჩორჩანა



#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up