ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო

access_time2021-02-25 16:12:33

„100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ამ ეპოქის ამსახველი უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფოტოა დაცული“ – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.


„სწორედ ამ დოკუმენტებისა და ფოტოების ნაწილი გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.


დამთვალიერებელი ვირტუალურ გამოფენაზე იხილავს: დამფუძნებელი კრების ფოტომასალას; დამოუკიდებლობის აქტს; კონსტიტუციას; მოსახლეობის საპროტესტო წერილს წითელი არმიის წინააღმდეგ; ქართველ და რუს ბოლშევიკთა ჩანაწერებს; გურული გლეხის - პავლე კალანდაძის წერილს; რევკომის მიერ არმიისა და სახალხო გვარდიის დათხოვნის დეკრეტს; ანტირელიგიური კამპანიის ამსახველ ფოტოებს; ნოე ჟორდანიას მოწოდებას ქართველი ერისადმი; ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საგანძურის სიას; დოკუმენტურ მასალას 1924 წლის აჯანყების შესახებ; ხევსურების მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტისადმი და სხვა საინტერესო მასალას.



დაინტერესებულ პირებს ვირტუალური გამოფენის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.nplg.gov.ge/exhibitions/okupacia100/


პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, 1 მარტიდან გამოფენის დათვალიერება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზშიც იქნება შესაძლებელი. გამოფენა 10 მარტამდე გასტანს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ოკუპაცია



Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...


მსგავსი სიახლეები

up